ტესტი: ხართ თუ არა ქარიზმატული?
არსებობს მოსაზრება, რომ ქარიზმის მარცვალი ნებისმიერ ადამიანშია, თუმცა ერთნი მას მართლაც რომ შესაშურად იყენებენ, მეორენი კი – ვერანაირად. ქვემოთ მოყვანილი ტესტის საშუალებით გაიგებთ, რა ხდება თქვენს შემთხვევაში.
- ნებისმიერი სიტუაციის გამოსწორება შეიძლება, თუ მას…
ა. ზედაპირულად შეხედავ;
ბ. საფუძველში ჩასწვდები;
გ. სიღრმისეულად გამოიკვლევ.
- თუ ერთკვირიან შვებულებას აიღებთ, თქვენს კოლეგებს ეგონებათ, რომ სამსახურში…
ა. ერთი კვირა არ დადიოდით;
ბ. მხოლოდ ერთი დღე არ ჩანდით;
გ. მთელი თვით გაუჩინარდით.
- უცნობ კოლექტივში ყველაზე მეტად იმის გეშინიათ, რომ ადამიანების თვალში არ გამოჩნდეთ…
ა. უცხო;
ბ. სასაცილო;
გ. მიუსაფარი.
- თქვენი იუმორის გრძნობის საფუძველი…
ა. გარშემომყოფთა გამასხრებაა;
ბ. პროფესიონალ იუმორისტთა ციტირებაა;
გ. საკუთარი თავის დაცინვაა.
- ურთიერთობებში მთავარია შეგეძლოს…
ა. ლამაზად ლაპარაკი;
ბ. ჭკვიანურად ლაპარაკი;
გ. ყურადღებით მოსმენა.
- როცა ადამიანები გულს გიშლიან, თქვენგან ელიან…
ა. საჭირო მითითებებს;
ბ. გულისხმიერების გამოჩენას;
გ. გამოსავლის ჩვენებას.
- თუ კოლექტივს ადამიანის ორგანიზმს შევადარებთ, მაშინ თქვენ ხართ მისი…
ა. სული;
ბ. ტვინი;
გ. გული.
- ადამიანები თქვენს მითითებებს იმიტომ ასრულებენ, რომ არ უნდათ…
ა. გაგაბრაზონ;
ბ. გაგაღიზიანონ;
გ. გული დაგწყვიტონ.
შედეგები
მეტი „ა“ პასუხი: ნებისმიერ კოლექტივში ლიდერობისთვის ჯიუტად იბრძვით, მაგრამ, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ პოპულარობას სწრაფადვე კარგავთ. თქვენი უსაზღვრო პატივმოყვარეობა და ნებისმიერ ფასად აღიარების მოპოვების სურვილი თქვენში ქარიზმას კლავს.
მეტი „ბ“ პასუხი: ინტელექტი მართლაც კარგი რამაა, თუ, რა თქმა უნდა, მისით სხვა ყველაფრის ჩანაცვლება არ განგიზრახავთ. ქარიზმატული პიროვნება მარტო სხვებს კი არ აღანთებს, თავადაც იწვის, თქვენ კი მუდმივად ცივი ლოგიკითა და საღი აზრით ხელმძღვანელობთ. ერთი სიტყვით, თქვენ მხოლოდ კონტროლიდან გამოსული სხვისი ქარიზმის ჩაქრობა თუ შეგიძლიათ.
მეტი „გ“ პასუხი: გილოცავთ! შესაშური ქარიზმით გამოირჩევით, თუმცა მარტო ქარიზმა კარგ ადამიანად ძნელად თუ გაქცევთ. თანაც, თუ პატივმოყვარე არ ხართ, ეგებ თქვენი ქარიზმა ვერც ვერავინ შეამჩნიოს… მაგრამ თუ ქარიზმასთან ერთად ინტელექტიც გაქვთ, მაშინ ეგებ ყველაზე კარგად დაცული ციხესიმაგრის აღებაც კი თავისუფლად შეძლოთ!
თამთა გურული
კომენტარები