თბილისში მეშვიდე კლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა
თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა – ახალშობილი გოგონაა.
არასრულწლოვანი ორსული რამდენიმე საათის წინ კატასტროფის ჯგუფმა რუსთავიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანა. იგი 11 წლის იყო, როდესაც დაორსულდა. ასევე არასრულწლოვანია ბავშვის მამა.
მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ, თუმცა, მათი თქმით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
გამოძიება სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.
ცნობისათვის, ყველაზე ახალგაზრდა დედა სამედიცინო ისტორიაში პერუელი ლინა მედინაა – ის დედა 5 წლისა და 7 თვის ასაკში გახდა.
ლინას ვაჟი 1939 წლის 14 მაისს საკეისრო კვეთით დაიბადა და 2,7 კგ-ს იწონიდა. იგი სრულიად ჯანმრთელი იყო. ექიმებს 6 წლამდე ასაკის გოგონას დამოუკიდებელი მშობიარობა შეუძლებლად მიაჩნდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ლინას ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამო რეპროდუქციული სისტემა სრულიად ჩამოყალიბებული ჰქონდა.
კომენტარები