მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

VOGUE-ის გარეკანზე ქართველი მოდელი პირველად მოხვდა

„ვოგის“ ჰოლანდიური გამოცემის დეკემბერის ნომრის ყდაზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანია გამოსახული. ინფორმაციას ინსტაგრამზე ავრცელებს გამოცემა, აგრეთვე, თავად მოდელი და ფოტოგრაფიც, რომელმაც ფოტოსესიაზე იმუშავა. გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც ვოგის გარეკანზე მოხვდა. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალი უკვე გამოვიდა და 17 ნოემბრიდან მაღაზიებში იყიდება.

„ვოგისთვის“ მატილდა გვარლიანს ფოტოები 68 წლის გერმანელმა ფოტოგრაფმა ელენ ფონ უნვერტმა (Ellen von Unwerth) გადაუღო ვენაში, ბელვედერის სასახლეში, სადაც ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად გუსტავ კლიმტის კოლექცია ინახება. სწორედ კლიმტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია გამოყენებული მატილდას ფონად.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Vogue Netherlands (@nlvogue)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Vogue Netherlands (@nlvogue)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ellen von Unwerth (@ellenvonunwerth)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close