მსოფლიოსპორტი

სამიდან სამი გამარჯვება – იტალიაში სენიორ-მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველები ლიდერობენ

15 ნოემბერს იტალიის ქალაქ ასიზიში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე ასპარეზობენ: მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 7-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, სენიორ ვაჟთა შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზურაბ სტურუა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი სენიორ ქალთა შორის სოფიკო ტერელაძე.

ქართველმა სენიორ მოჭადრაკეებმა პირველივე  ტურში იზეიმეს გამარჯვება. დღეის მდგომარეობით ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ სტურუა სამიდან სამი გამარჯვებით სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატს ლიდერობენ!

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება და 26 ნოემბერს დასრულდება.

ნონა გაფრინდაშვილ 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის ასპარეზობს, ზურაბ სტურუა – 50+ კატეგორიაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ნონა გაფრინდაშვილმა ბუქარესტში 65 წელს ზემოთ ასაკის ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და 78 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მიქსი,ეს თუ დააკოლაჟებ

მეოთხე ტურში 18 ნოემბერს გაფრინდაშვილმა ყაიმით დაამთავრა პარტია 70 წლის აზერბაიჯანელ მოჭადრაკე ფიკრეტ სიდეიფ-ზადესთან, ზურაბ სტურუა კი დამარცხდა 50 წლის ბრაზილიელ დარსი ლიმასთან.

დღეს მეხუთე ტური გაიმართება თბილისის დროით 18 საათზე.

ნუცა ყაველაშვილი

სტატია განახლებულია 19 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, დამატებული აქვს ბოლო 2 აბზაცი

კალენდარი შეგიძლიათ ნახოთ: scacchierando.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close