„დაე, ამ ეშვმა სამუდამოდ ამოძირკვოს თმისა და წვერის ტილები“ – ეს იმედიანი წინადადება უძველესია არქეოლოგების მიერ ოდესმე აღმოჩენილთა შორის
მეცნიერთა განცხადებით, ბოლო პერიოდში აღმოჩენილ უძველეს სპილოს ძვლის სავარცხელზე დატანილი წინადადება, იმ ანბანზე დაწერილი ყველაზე ძველი მაგალითია, რომელიც თანდათან ყველა თანამედროვე ანბანის საფუძველი გახდა.
წვრილკბილიანი ხელსაწყო რამდენიმე წლის წინ ცენტრალურ ისრაელში, უძველეს ქანაანურ ქალაქ ლახიჩში აღმოაჩინეს, მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შენიშნეს, რომ მასზე 17 ციცქნა ასო იყო ამოტვიფრული.
ძლივს შესამჩნევი ასოებით შვიდი სიტყვა წერია, რომელიც უხეშად ასე ითარგმნება: „დაე, ამ ეშვმა სამუდამოდ ამოძირკვოს თმისა და წვერის ტილები“.
მეცნიერთა აზრით, ეს იმედიანი წარწერა ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1700 წელს არის შესრულებული და ქანაანურ დიალექტზე შესრულებული პირველი უტყუარი წინადადებაა არქეოლოგების მიერ ოდესმე აღმოჩენილთა შორის.
აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ქანაანური დამწერლობა (იგივე ფინიკიური დამწერლობა), დამწერლობის ამჟამად ცნობილი უძველესი ნიმუშია, სწორედ ის, რომელიც გარდაიქმნა და შევიდა სხვადასხვა კულტურაში მთელ მსოფლიოში.
ყველა თანამედროვე ანბანი საფუძველს სწორედ ამ პირველი, უძველესი ასოებიდან იღებს, მათ შორის არაბული, ბერძნული, ლათინური, კირილიცა და ა. შ.
გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/aghmochenilia
კომენტარები