სპორტი

ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში მან უნგრელი ევა ჰაიმასი 15 :11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდი უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობას განაგრძობს.

ხვალ, 19 ნოემბერს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას რაპირით შეჯიბრებაში შეეცდებიან.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close