fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საშინელი შემთხვევა ათენის სასაფლაოზე: მიცვალებულთა ძვლები მოიპარეს – განიხილება ორი სცენარი

რამდენიმე დღის წინ ათენის მე-3 სასაფლაოზე წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა.

ტელეარხ ERT-ის ცნობით, დილით მცველებმა აღმოაჩინეს, რომ ღამე ტერიტორიაზე უცნობები შეიჭრნენ და მინიმუმ 40 ოსუარიუმი (მიცვალებულის ნეშტის შესანახი ურნა) გატეხეს, სადაც ნეშტები ინახებოდა. ამასთან, გაირკვა, რომ რვა მათგანიდან მიცვალებულების ძვლები დაიკარგა.

სამართალდამცველები ამ უცნაურ საქმეს იძიებენ და ორ სცენარს ვარაუდობენ: დამნაშავეები ფიქრობდნენ, რომ კონკრეტულ საძვალეში ოქროს სამკაულები ან ძვირფასი ნივთები იყო, ამიტომაც გატეხეს. კიდევ ერთი სცენარი დაკავშირებულია ეზოთერულ ცერემონიებთან მთვარის დაბნელების პერიოდში, რამდენადაც სამშაბათს მთვარის დაბნელება იყო. მსგავსი ასტრონომიული ფენომენის დროს სასაფლაოს კოლუმბარიუმის დარბევა და ძარცვა წარსულშიც  დაფიქსირებულა, თუმცა დამნაშავეების იდენტიფიცირება და დაკავება ვერასდროს  მოხერხდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close