ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა

კვარა სერია A-ს ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ათეულშია

ტრანსფერმარკტმახვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამ მონაცემებით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სერია A-ს ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეულში ამჟამად მე-8 ადგილზეა.

ხვიჩაზე მაღალი სატრანსფერო ფასი მხოლოდ  5 ფეხბურთელს აქვს.

სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება.

1. რაფაელ ლეაო (პორტუგალია, „მილანი“) – 85 მილიონი ევრო

2. დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი, „იუვენტუსი“) 80 – მილიონი ევრო

3. ლაუტარო მარტინესი (არგენტინა, „ინტერი“) – 75 მილიონი ევრო

4. ნიკოლო ბარელა (იტალია, „ინტერი“) – 70 მილიონი ევრო

5. ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, „ნაპოლი“) – 70 მილიონი ევრო

6. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (სერბეთი, „ლაციო“) – 60 მილიონი ევრო

7. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, „ინტერი“) – 60 მილიონი ევრო

8. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნაპოლი“) – 60 მილიონი ევრო

9. ფედერიკო კიეზა (იტალია, „იუვენტუსი“) – 60 მილიონი ევრო

10. რომელუ ლუკაკუ (ბელგია, „ინტერი“) – 55 მილიონი ევრო

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი „ნაპოლიში“ გადასვლამდე 15 მილიონი ევრო იყო, სექტემბერში 35 მილიონი გახდა, „ნაპოლიში“ თამაშის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ კი უკვე 60 მილიონია.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ხვიჩამ  სერია A-ს ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სერია A-ს მე-15 ტურის მატჩში, „უდინეზეს“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ვერ ითამაშებს, რადგან, როგორც „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე თქვა, ის ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

14 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ ისევ პირველ ადგილზეა 38 ქულით (12 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება) და უახლოესი მოწინააღმდეგეები – „ლაციო“ (მე-2 ადგილი, 30 ქულა) და „მილანი“ (მე-3 ადგილი, 30 ქულა) მას 8 ქულით ჩამორჩებიან.

„უდინეზე“ მე-8 ადგილზეა 24 ქულით. „ნაპოლი“ მას ხვალ, 12 ნოემბერს დაუპირისპირდება ნეაპოლში, „სტადიო მარადონაზე“,  15:00 სთ-ზე (თბილისის დროით 18:00 სთ).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close