მსოფლიოსაზოგადოება

იღბლიანმა მოთამაშემ ლატარიაში 2 მილიარდი მოიგო – აშშ-ში ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

ბილეთი ავტოგასამართ სადგურზე იყიდეს

აშშ-ში სამშაბათს, 8 ნოემბერს ლატარია Powerball-ის რეკორდული ჯეკპოტი გათამაშდა – 2,04 მილიარდი დოლარი, ყველაზე დიდი თანხა ისტორიაში. ჯეკპოტი მოიგო ბილეთმა, რომელიც კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ოლქში, ალტადენის ავტოგასამართ სადგურზე (ჯოს სერვისცენტრი) იყიდეს. ამის შესახებ  Abc news-ი იუწყება.

მომგებიანი რიცხვები იყო 10, 33, 41, 47, 56 და Powerball-ის რიცხვი –  10.

ლატარიის ორგანიზატორების თქმით, მოგებული 2.04 მილიარდიდან გადასახადების შემდეგ ბილეთის მფლობელი 1.9 მილიარდს მიიღებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close