ვიდეოხელოვნებასაქართველო

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ხმის, მარიამ ბიგვავას სიმღერის ვიდეოკლიპის პრემიერა გაიმართა (ვიდეო)

2022 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, როგორც ცნობილია, საქართველოს მარიამ ბიგვავა წარადგენს, რომელმაც საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ მეხუთე სეზონში გაიმარჯვა. „რანინას“ გრანდიოზული ფინალი 18 ივნისს გაიმართა პირველი არხის ეთერში.

მარიამ ბიგვავა წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება სიმღერით Believe / „მჯერა“, რომლის ვიდეოკლიპის სატელევიზიო პრემიერა დღეს (8 ნოემბერი) გაიმართა.

სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე მუშაობდნენ ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი კი – იზა ნადარეიშვილი.

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება 11 დეკემბერს. შარშან საბავშვო ევროვიზიაზე სწორედ სომხეთის წარმომადგენელმა – Maléna-მ გაიმარჯვა სიმღერით “Qami, Qami”. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ევროვიზია ერევანში იმავე არენაზე ჩატარდება (კარენ დემირჩიანის სპორტული და საკონცერტო კომპლექსი), სადაც 2011 წლის საბავშვო ევროვიზია ჩატარდა, რომელზეც საქართველომ ევროვიზიის სიმღერის ფესტივალზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

სულ საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე სამჯერ გაიმარჯვა – ასეთი შედეგი ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ ჰქონია – 2008 წელს ანსამბლი „ბზიკები“ გახდა პირველი ადგილის მფლობელი სიმღერით „ბზზზ“, 2011 წელს ჯგუფმა CANDY-მ მოიგო კონკურსი სიმღერით „CANDY MUSIC“, 2016 წელს კი მარიამ მამადაშვილი გახდა გამარჯვებული სიმღერით „მზეო“. გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლებმა საბავშვო ევროვიზიაზე ორჯერ მოიპოვეს მეორე ადგილი და სამჯერ საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close