ჰოროსკოპი

ემოციებს ვერ იკავებენ: ზოდიაქოს 4 ნიშანი სუსტი ნერვებით

ასტროლოგებმა გაარკვიეს, რომელი ზოდიაქოს ნიშნებით იბადებიან ყველაზე ნერვიული ადამიანები.

დროდადრო აბსოლუტურად ყველას შეიძლება უმტყუნოს ნერვებმა – სტრესი, უარყოფითი ემოციები, განცდები გროვდება და საბოლოოდ ემოციების აფეთქებას იწვევს. თუ ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგალითად, მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში, ამაში გასაკვირი არაფერია და ნორმალურია, მაგრამ როდესაც ნერვული შემოტევა თითქმის ყოველდღე ხდება, ეს არის მიზეზი, რომ ფსიქოლოგს მიმართოთ… ანდა ჰოროსკოპში ჩიხედოთ. სავსებით შესაძლებელია, რომ გადაჭარბებული ემოციურობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დამახასიათებელი თვისება იყოს. ასტროლოგებმა გაარკვიეს, რომელი თანავარსკვლავედების ქვეშ იბადებიან ყველაზე სუსტი ნერვების მქონე ადამიანები (გაითვალისწინეთ, რომ ზოდიაქოს ნიშნებისთვის დამახასიათებელი თვისებები ყველაზე სრულად გამთენიისას დაბადებულ ადამიანებში ვლინდება).

ვერძი

ზოდიაქოს წრეში ემოციურად ყველაზე არასტაბილური ნიშანი ვერძია. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებმა არ იციან, როგორ გააკონტროლონ თავი – თუ მათ რამე ან ვინმე გააღიზიანებს, ისინი არავითარ შემთხვევაში „არ გაატარებენ“ წყენას, არ გაჩუმდებიან და აუცილებლად გამოხატავენ უკმაყოფილებას, თანაც საკმაოდ ხისტად და შესაძლოა უხეშადაც კი.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ვერძი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ კომფორტზე ფიქრობს – ისინი სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ შეიძლება მათი ქცევა სხვებს არ მოეწონოთ.

ლომი

ცეცხლის სტიქიის ძალაუფლების მოყვარული და პრეტენზიული წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მთელი სამყარო მხოლოდ მათი სიამოვნებისთვის არის შექმნილი. როდესაც რაღაც ისე არ მიდის, როგორც ლომს სურს, ჯობია,მ მისგან შორს იყოთ – ლომის რისხვას ნამდვილად დამანგრეველი ძალა აქვს. ლომებს ყველაფერზე მეტად ეშინიათ ავტორიტეტის დაკარგვის, ამიტომაც მუდმივად ყველგან კონკურენტებს ხედავენ და ამაზე საშინლად ნერვიულობენ.

ვინც გაბედავს, ლომს გზა გადაუჭრას, კარგი დღე არ ელის.

მშვილდოსანი

გარეგნულად მშვილდოსნები ძალიან რბილი და საყვარელი ადამიანები ჩანან, თუმცა მათ მაღალი თვითშეფასება აქვთ და უკიდურესად მტკივნეულად იღებენ სიტუაციებს, როდესაც სასურველს ვერ აღწევენ, ან ვინმე ხელს უშლის მათ მიზნების მიღწევაში.

ვინაიდან მშვილდოსანს ცეცხლის სტიქია მფარველობს, ეჭვგარეშეა, რომ რთულ ვითარებაში ეს ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არ შეაკავებს უარყოფით ემოციებს, არამედ ამ ემოციებით დაატყდება თავს მათ, ვისაც არ გაუმართლა და იმ მომენტში მის გარშემო აღმოჩნდა.

თევზები

თევზები ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც თითქმის ყოველთვის ნერვიულობს. შეიძლება არ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი ნერვიულობისთვის არც არსებობდეს, მაგრამ წყლის სტიქიის წარმომადგენლებმა შეიძლება თავად გამოიგონონ ის, რადგან მათ მართლაც მდიდარი ფანტაზია აქვთ.

თევზების მეგობრები და ნათესავები უკვე მიჩვეულები მისი განწყობის მუდმივ ცვალებადობას, მოულოდნელ ცრემლის ღვრას, ემოციურ აფეთქებებს, მაგრამ სხვებს შეიძლება გაუჭირდეთ ამ ცვალებად ადამიანებთან ურთიერთობა.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close