ჰოროსკოპი

ყველაზე ხელსაყრელი დღეები 2022 წლის ნოემბერში

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის ნოემბერი ბრძოლის თვეა. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები და შთამბეჭდავი გარდაქმნები. მოვლენები სინათლის სიჩქარით ვითარდება. ვარსკვლავები გვირჩევენ, ამ თვეში თავიდან ავიცილოთ ზედმეტი რისკი, გადავხედოთ მიზნებს და გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოგვიწევს არაპროგნოზირებად სიტუაციებთან გამკლავება. წარმატებები და მიღწევები  ყველაზე მამაცებს ელით.

ამ თვეში ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი 14-დან 21 ნოემბრამდეა. ზოგადად, ურთიერთობები სასიამოვნო და თბილია. ოჯახურ ცხოვრებას საინტერესო მომენტები მოაქვს. ბევრს შესაძლებლობა ექნება დახვეწოს თავისი პროექტი, ბევრი კი შეძლებს დაწყებული საქმე დაასრულოს. მიზნების მისაღწევად ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენლები უნდა ეცადონ, განიწმინდონ ფიზიკურ, ემოციურ და გონებრივ დონეზე.

8 ნოემბერს სავსე მთვარე გაგრძნობინებთ, რომ უფრო კომუნიკაბელური ხართ, ამიტომ მიიღეთ ნებისმიერი მოწვევა. ახალშეძენილი მეგობრები შეიძლება თქვენი გრძელვადიანი მოკავშირეები გახდნენ. მარტოხელა ადამიანებმა ამ დროს შეიძლება ახალი რომანტიკული პარტნიორი იპოვონ, დაქორწინებულ წყვილებს კი შეუძლიათ თავიანთი ურთიერთობა მეტი რომანტიკით გაალამაზონ.

13 და 14 ნოემბერს ვარსკვლავების ზეწოლა ოდნავ შემსუბუქდება და საშუალება გექნებათ, რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ საჭიროებებზე მოახდინოთ ფოკუსირება.

20- ან 21 ნოემბერს ფინანსური მოგება გელოდებათ – თანხა გონივრულად დახარჯეთ. მეტი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს.

27 და 28 ნოემბერი  კარგი დღეებია სერიოზული საუბრებისთვის, ელოდეთ მოულოდნელ შედეგებს.

30  ნოემბერს  რომანტიკის „მაგნიტურ ველს“ ვერ გაექცევით, ამიტომ ჯობია იმპულსებს მიჰყვეთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close