მოგზაურობა

ქუთაისის აეროპორტი მგზავრების მიღებას ხვალიდან განაახლებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, იგი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს.

როგორც ცნობილია, აეროპორტი რეაბილიტაციის გამო იყო შეჩერებული 10 ოქტომბრის შემდეგ, თავიდან 2-კვირიანი ვადით, თუმცა შემდეგ ვადა კიდევ ერთი კვირით გადაიწია.  ამ დროის განმავლობაში შეაკეთეს ასფალტბეტონის საფარის დაზიანებული ადგილები, გაამაგრეს საფუძველი და ჩაატარეს 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ სამი კვირის განმავლობაში შესასრულებელი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close