ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 31ოქტომბერი – 6 ნოემბერი

ამ კვირის პირველ ნახევარში არ არის რეკომენდებული აქტიური მოქმედება, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ობიექტურად აფასებთ, რაც თქვენ გარშემო ხდება. ახლა მოსალოდნელია ბევრი ცდუნება და მცდარი აზრი, რამაც შესაძლოა არასწორი მიმართულებით წაგიყვანოთ. გამორიცხული არ არის, შეგნებულად მოგატყუონ, რათა გაიძულონ, რომ რაღაც ქმედება ჩაიდინოთ. შეეცადეთ, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ცხელ სითხეებთან მუშაობისას, უფრთხილდით დამწვრობას.

კვირის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ფულთან და მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობისთვის. შაბათ-კვირას მეტი კომუნიკაცია გელით, არ არის გამორიცხული მცირე მოგზაურობები, რომლებიც, თუ წინასწარ დაგეგმავთ, კარგად ჩაივლის.

 

ვერძი

გაზრდილმა მოთხოვნებმა და საკუთარ თავზე უფრო მეტად ზრუნვის სურვილმა შესაძლოა ამ კვირაში თქვენი ხარჯების გარკვეული ზრდა გამოიწვიოს. ამის გამო შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნა. თქვენი აქტიურობა დადებით როლს შეასრულებს მატერიალური მდგომარეობის სტაბილიზაციაში, მაგრამ შეეცადეთ აირიდოთ კოლეგებთან კონფლიქტი. როდესაც ისინი თქვენს მოხიბვლას ეცდებიან გრანდიოზული პროექტებით, მაშინვე დაუსვით დამაზუსტებელი კითხვები, რათა გაიგოთ, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. კვირას სასარგებლოა შემოქმედებითი აქტივობისთვის დროის გამონახვა, ექსკურსიაზე ან სპექტაკლზე წასვლა.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კურო

ამ კვირაში მინიმუმამდე დაიყვანეთ საქმიანი კონტაქტები, ჯობია მხოლოდ თქვენი საქმე გააკეთოთ და არაფრის  განხილვა არ დაიწყოთ. კვირის განმავლობაში მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, რამაც შეიძლება შემოქმედებითი კრიზისი გამოიწვიოს.  პარასკევს შეეცადეთ ახალი საქმე არ დაიწყოთ, უმჯობესია კარგად დაისვენოთ. წარსულის იდეალიზებას ნუ ეცდებით, ძველ მეგობრებთან შეხვედრა მხოლოდ ერთგვარი ხარკია მოგონებებისთვის. გახსოვდეთ, რომ წინ მნიშვნელოვანი მოვლენები გელით. პირად ცხოვრებაში ნებისმიერი პრობლემა მარტივად მოგვარდება, თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან გაუმჯობესდება, – სათანადოდ დააფასეთ ეს ჰარმონია.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ტყუპი

ეს ძალიან კარგი კვირაა ტყუპებისთვის. ენერგიით აივსებით, ყველაფერი გამოგივათ, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ. სამსახურში მოტივირებული იქნებით, მაქსიმალურად შეასრულოთ თქვენი დავალებები და თქვენი შესაძლებლობები გამოავლინოთ. მეტიც, ვარსკვლავების გავლენის გამო თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გაიზრდება. იდეები უხვად გაქვთ, ბევრი მათგანი განხორციელდება, რაც მოგებას მოგიტანთ და მორალურ კმაყოფილებას იგრძნობთ, საკუთარი ძალების ნდობაც გაგიძლიერდებათ. წარმატება არა მხოლოდ კარიერულ ზრდას გამოიწვევს, არამედ, ზოგადად, თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. თქვენი პირადი ცხოვრება ჰარმონიული და ბევრი სასიამოვნო მომენტით სავსე იქნება.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში სამსახურში თქვენი საქმიანობა შეიძლება ძალიან შრომატევადი იყოს. პასუხისმგებელი იქნებით არა მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე და საქმეებზე, არამედ სხვა ადამიანებზეც, სამაგიეროდ შეგიძლიათ დაწინაურებას ელოდოთ. შაბათს რთული სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რაზეც შესაძლოა თქვენი პერსპექტივა იყოს დამოკიდებული. ცდუნებებს ნუ აჰყვებით. თქვენთვის მნიშვნელოვანია, თვითკონტროლი შეძლოთ და თქვენი გეგმების განხორციელება განაგრძოთ როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში. უნდა იყოთ ღია და გულწრფელი საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან, ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 31.

 

ლომი

ამ კვირაში აირჩიეთ, პრიორიტეტული მიმართულება და გზიდან არ გადაუხვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ძალისხმევა უშედეგოდ ჩაივლის. აუცილებელია გამოიჩინოთ სიმკაცრე ყველაფერში, რაც სამუშაოს ვადებთან არის დაკავშირებული. არაფრის გადადება არაა საჭირო. ოთხშაბათს დიდი შანსი გექნებათ, წარმატებით დანერგოთ იდეები პრაქტიკაში და თქვენი ოცნებები რეალობად აქციოთ. შეეცადეთ შაბათს არ  ჩაერთოთ სარისკო პროექტებში. შაბათ-კვირას ბევრ საქმეს მოაგვარებთ და თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნობთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე სუფევს.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ქალწული

ტყუილად ნუ ჯიუტობთ, გამოიჩინეთ სიბრძნე და თქვენი სისუსტე ძალად გადაიქცევა. სამშაბათს სამსახურში კონფლიქტია მოსალოდნელი, ამიტომ შეეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. ნუ იჩქარებთ ხელშეკრულებების გაფორმებას და სესხის აღებას. ხუთშაბათს ბევრი რამ შეიძლება  მარტივად  მოაგვაროთ, მაგრამ უმჯობესია რაიმე მნიშვნელოვანი და სერიოზული არ გააკეთოთ, რადგან დიდია მცდარი ქმედებების ალბათობა. პარასკევს შეეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ მთავარ საკითხზე და წვრილმანებზე არ დაიხარჯოთ. ამ დღეს შესაძლოა თქვენი ინტუიცია გამძაფრდეს. შაბათი ხელსაყრელია ნათესავებთან ან მეგობრებთან შეხვედრისთვის.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

 

სასწორი

რაც ახლო წარსულში წვრილმანი გეგონათ, შეიძლება რეალურად აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დადებითად იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე ამ კვირაში. ბევრს მიაღწევთ, თუ პრიორიტეტულ საქმეებს მათი მნიშვნელობის მიხედვით დაალაგებთ და ყველაფრის გაკეთებას არ მოინდომებთ, რაც თავში მოგივათ. წარმატება და ხელფასის მატება გელით. კვირის ბოლოს დაიცავით თავი უსარგებლო, არასაჭირო კონტაქტებისგან. შაბათს შესაძლებელია საინტერესო შემოთავაზებები, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის,  რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ნიჭის საუკეთესოდ გამოავლინონ. შეეცადეთ კვირა დღე საკუთარ თავს დაუთმოთ.

სასიკეთო: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 31.

 

მორიელი

ამ კვირაში შეგიძლიათ განახორციელოთ ძველი გეგმები, თუ თქვენი პროფესია შემოქმედებასთან, ჟურნალისტიკასთან ან სამართალთან არის დაკავშირებული. შეეცადეთ, უფრო გამოცდილი კოლეგებისა და პარტნიორების რჩევებს მოუსმინოთ. შესაძლებლობა გექნებათ, თავი გამოიჩინოთ ახალ საქმეში, რამაც შეიძლება დამატებითი მოგება მოგიტანოთ. იგრძნობთ, რომ საჭირო და ძალიან მოთხოვნადი პარტნიორი ხართ. კვირის მეორე ნახევარი შეიძლება გადაუდებელი საოჯახო საქმეების მოწესრიგებას დაუთმოთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო: 31, 3.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ახალი იდეები გეწვევათ და მოსალოდნელია ინტენსიური სამუშაო რიტმი. შეიძლება გარკვეული სირთულეები წარმოიშვას პარტნიორებთან ურთიერთობაში. ვინ არის დამნაშავე, მოგვიანებით გაიგებთ, ახლა მნიშვნელოვანია იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. შეეცადეთ, საკმარისი ყურადღება დაუთმოთ ახლობლებს, რათა კონფლიქტური სიტუაცია სახლშიც არ შექმნათ. შაბათ-კვირას კარგი იქნება, თუ მთელი ოჯახი მუზეუმში ან თეატრში წასვლას მოახერხებთ. მარტოხელებს შანსი ექნებათ, რომ თავიანთი მეორე ნახევარი იპოვონ.

სასიკეთო: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თხის რქა

ეს კვირა კარგი დროა, რათა თქვენს ქმედებას და მიღწევებს გადახედოთ. საგნების ხედვის ახალი გზა საშუალებას მოგცემთ, ახალი იდეები ჩამოაყალიბოთ. პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული იმედგაცრუებები, შესაძლოა, თქვენ გვერდით საერთოდ არ არის თქვენთვის შესაფერისი პარტნიორი, თუმცა თქვენზეა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა უკეთესობისკენ თქვენი ურთიერთობა ირგვლივ მყოფებთან. ხუთშაბათს საინტერესო ინფორმაციას ელოდეთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ თქვენი კავშირები და შესაძლებლობები კარიერული კიბეზე ასასვლელად. შეეცადეთ, შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმოთ და დაგროვილ საშინაო საქმეებს მიხედოთ.

სასიკეთო: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მერწყული

ამ კვირაში შეიძლება კმაყოფილი დარჩეთ (ან დაბნეულობა დაგეუფლოთ, სიტუაციიდან გამომდინარე) მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებით. გამოიჩინეთ გულწრფელი და აქტიური ინტერესი საყვარელი ადამიანების საქმეების მიმართ. შუა კვირაში მნიშვნელოვანია, რომ არ დაარღვიოთ წესები, მაშინ წარმატებაც თითქმის ყველაფერში თქვენთან იქნება. სამსახურში დამატებითი სტიმული მოგეცემათ, რათა თქვენი პროდუქტიულობა გაზარდოთ და აქტიურად განახორციელოთ პერსპექტიული პროექტები. კვირის მეორე ნახევარი ძალზე ხელსაყრელი პერიოდია  პირადი ცხოვრებისთვის. შესაძლოა ახალი რომანი დაიწყოთ. პარასკევს მოგიწევთ სირბილი უსიამოვნებებისა და სირთულეების დასაძლევად. კვირა კარგი დროა ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

სასიკეთო: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თევზები

ორშაბათს ნუ დაიმშვიდებთ თავს სწრაფი შემოსავლით, ამან შეიძლება მხოლოდ ქაოსი გამოიწვიოს ურთიერთობებში თქვენს მთავარ სამუშაოზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ თქვენს პასუხისმგებლობებზე. სამშაბათს საშუალება გექნებათ, საუკეთესოდ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები – არ გამოტოვოთ ხელსაყრელი მომენტი! უფრო პრაქტიკულია ძველი აპრობირებული მეთოდებით მოქმედება, სასურველი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. უმჯობესია შაბათ-კვირა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ, რადგან ისინი აშკარად დაგიგროვდათ.

სასიკეთო: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close