საზოგადოებასაქართველო

„მანანა არჩვაძის სექტის სამარცხვინო ქმედებებში ისეთი მძიმე დეტალებია, რომ მათი თქმა მხოლოდ პირადი საუბრისას თუ შეიძლება“ – კოკო გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოების მცირერიცხოვანი ჯგუფი სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს და მის მკურნალ ექიმებს ათასგვარ ბრალდებას უყენებს. ამ საკითხზე ცოტნეს ძმა, გიორგი გამსახურდია ვებპორტალს „ქართული აზრი“ ესაუბრა:

– რაც ცოტნეს ეს ამბავი შეემთხვა, საერთოდ ნულოვანი მხარდაჭერა იყო ე.წ. ცოტნეს გულშემატკივრების მხრიდან და პირადად მისი ბიოლოგიური დედის მხრიდან. არათუ მხარდაჭერა, იმ ხალხს, ვინც ცოტნეს კეთილდღეობაზე ზრუნავს და ზრუნავდნენ, გარდა ხელის შეშლისა, არაფერი მიუღიათ, შეურაცხყოფის, აგდებული დამოკიდებულების, წყევლის, სოციალურ ქსელებში რაღაც მართული კამპანიების გარდა… ბულინგის ობიექტი არის ჩემი რძალი ანი ჯაბაური, რომელმაც თავისი ცხოვრების 99 პროცენტი ცოტნეს კეთილდღეობას დაუთმო და დღემდე ახმარს და ამას აკეთებს პროფესიონალურ დონეზე, ადამიანურად… ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცოტნეს რაღაც თითოეული წარმატებული ნაბიჯი თავის დროზე იყოს, ტემპში და მოვლა-პატრონობა არ დააკლოს. საპასუხოდ კი იღებს საშინელ ეპითეტებს…

ცოტნე თავიდან ბოლომდე არის „ქართუს“ ბენეფიციარი და მთავრობის პატრონაჟის ქვეშ. წვრილმანი, ყოველდღიური რუტინა ჩემი და ანის კისერზე გადადის, მაგრამ ლომის წილი ამ ყველაფერში არის საქართველოს მთავრობის და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსი“.

არის მივარდნები სარეაბილიტაციო ცენტრში, წეროვანში, იმ კეთილშობილი ადამიანების გამოლანძღვა, ტელეფონზე რეკვა, ანონიმური წერილების გზავნა, რაღაც ანტივაქსერული საზოგადოებების მიქსევა…

მანანა არჩვაძის მხარდამჭერთა მხრიდან მიდის წყევლა-კრულვა იმ ხალხისა, ვისაც სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. მათ შორის – ავთო, ბუტა და რეზო ჯორბენაძეების! დღეს რომ ცოტნე კარგად არის და კოვიდი შედარებით ადვილად „გადაიტანა“,  ეს არის ამ ხალხის დიდი დამსახურება!

ამ სექტის საქციელი უკვე ყველაფერს სცდება, სხვა განზომილებაა…

ცოტნეს უფროსი ძმა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიაა სრულად ეთანხმება გიორგის მიერ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებას და ცოტნეს რეაბილიტაციის ხელშემშლელი ფაქტორების შესახებ ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს.

„ცოტნეს რეაბილიტაციის ხელისშემშლელ ფაქტორებს რაც შეეხება:

ჩემი ძმის, გიორგის ამ ინტერვიუში, რომელიც მრავალმა სააგენტომ გააზიარა, ყველაფერი ამომწურავადაა ნათქვამი. ჩემი სოლიდარობა და თანადგომა ანას, რომელმაც მართლაც თავი გადადო. მადლობა ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პირადად ჩაერთო, როდესაც ცოტნეს მოთავსდება საჭირო გახდა დაცულ ობიექტში, სადაც ის სამხედრო პოლიციის დაცვის და 24-საათიანი ყურადღების ქვეშ არის. მადლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბ-ნ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელმაც თანხა (30 ათასი ევრო) გამოყო ძვირად ღირებული მულტიფუნქციური, მობილური სავარძლის შესაძენად. მადლობა ავთო, ბუტა და რეზიკო ჯორბენაძეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ცოტნესთვის და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაგვატანინეს კოვიდი.

მ. არჩვაძის სექტის ბოროტი შიზოფრენია მართალია, ჯერ კიდევ ბობოქრობს, მაგრამ ის აუცილებლად შეიზღუდება. ამავე დროს, მსურს იცოდეთ: ისინი რეალურ ზიანს აყენებენ ცოტნეს. აბრკოლებენ მის რეაბილიტაციას, აშინებენ, დევნიან და აბულინგებენ ადამიანებს. იყო ობიექტზე შეჭრის მცდელობებიც. მათ სამარცხვინო ქმედებებში ისეთი მძიმე დეტალებია, რომ მათი თქმა მხოლოდ პირადი საუბრისას თუ შეიძლება და გასაჯაროება უბრალოდ უხერხულია“, – წერს კოკო გამსახურდია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close