კრიმინალისაქართველო

ვაკის პარკის ტრაგედიაზე 9 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, მერიის სამსახურის უფროსის მოადგილე და „გრინსერვისის“ დირექტორი

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე 9 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვის+-ის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე, დააკავეს „გრინსერვის+-ის“ კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

„ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი“, – განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ „გრინსერვისის“ მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავადან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები უჟანგავი თეთრი ფერის კონსტრუქციით შეეფუთათ. „გრინსერვისის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს დაუკვეთეს.

შსს-ს ცნობით, „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმები დაარღვიეს, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, ელექტროძრავას შესაფუთი ლითონის ცხაური მოხსნეს, რომლის კვლავ დამაგრებისა, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც სადენის იზოლაცია დაზიანდა. სამუშაოები „გრინსერვისის“ დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ასევე ინსპექტირების გარეშე ჩაიბარა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, სხვა ადამიანების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close