მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

22 წლის ქართველი მოდელი, რომელიც მსოფლიოს იპყრობს – მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Dior-ის ჩვენებაზე გამოსვლის შემდეგ Chanel-ის ჩვენებაზეც გამოვიდა და 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. მისმა სილამაზემ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

ქართველ მოდელს შეხვდებით წამყვანი მსოფლიო ბრენდების ვიდეორგოლებში, ყველაზე ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, ცნობილი დიზაინერებისა და მოდის სახლების Instagram-ებზე და ჩვენებებში.

პირველი კონტრაქტი მატილდამ მოდის სააგენტოში 14 წლისამ გააფორმა. 16 წლიდან იგი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

გაქცეულს მოვაბრუნებო, ქართველები ასე ამბობენ, ცოტ-ცოტა ყველა ენაზე ვსაუბრობ. ვსაუბრობ იტალიურად, ესპანურად, ინგლისურად თავისთავად, ფრანგულადაც.“ – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გოგონა.

სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელის განმარტებით, ბებიას სურდა, მისთვის მარიამი დაერქიათ, დეიდამ კი გოგონას სახელად მატილდა შეურჩია. საბოლოოდ კი ორ სახელს ატარებს.

22 წლის მატილდა უკვე წლებია წარმატებულად თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა: „დოლჩე და გაბანა“, „დიორი“, „ფენდი“, „ვალენტინო“. ახალგაზრდა მოდელი უკვე 2 წელია „რედ ვალენტინოს“ სახეა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close