საქართველოში აშშ-ის საელჩომ „მწვანე ბარათის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის ინფორმაცია გაავრცელა.
„▪️ რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით – რედ.)
▪️ რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით – რედ.).
▪️ რეგისტრაცია იყო და არის უფასო.
▪️ რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov
▪️ თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.
▪️ რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
▪️ სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
▪️ აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
▪️ შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
▪️ მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: “, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომენტარები