მიგრაციამსოფლიო

„მწვანე ბარათის“ გათამაშება იწყება – გაეცანით რეგისტრაციის პირობებს

საქართველოში აშშ-ის საელჩომ „მწვანე ბარათის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის ინფორმაცია გაავრცელა. 

„▪️ რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით – რედ.)

▪️ რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით – რედ.).

▪️ რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

▪️ რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov

▪️ თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

▪️ რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

▪️ სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

▪️ აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

▪️ შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

▪️ მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: “, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close