fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში 47 წლის მეეზოვე, რომელიც სამოდელო კარიერაზე ოცნებობდა, პოდიუმზე ავიდა – დაუჯერებელი ისტორია (ვიდეო)

მოდის რეალითი შოუ GNTM საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გადაცემის პირველი ეპიზოდი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვიკი კაიამ ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც სინჯებზე 47 წლის მეეზოვე, ანა დაინახა.

როგორც მისი ისტორიიდან ირკვევა, სამი შვილის დედა პოდიუმზე გამოსვლას მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ოცნების ახდენისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.

ცნობისთვის, ანა უკვე წლებია დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ამბობს, რომ ოცნებების ასრულება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მთავარია, რომ გულით გინდოდესო.

47 წლის მეეზოვემ ჟიურის ოთხივე წევრის გულის მოგება და შემდეგ ტურში გადასვლა მოახერხა.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close