შეუცნობელი

23 სექტემბერი შემოდგომის ბუნიობის მისტიკური დღეა – ნიშნები და რიტუალები წარმატების, სიყვარულისა და სიმდიდრისთვის

ასტრონომიული და კალენდარული დრო იდენტური არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ წელი ყოველთვის ოდნავ აღემატება 365 დღეს. სწორედ ამ მიზეზით, შემოდგომის ბუნიობის მისტიკური დღე სექტემბრის სხვადასხვა თარიღში შეიძლება მოხვდეს, 1-2 დღის მონაცვლეობით. არსებობს ორი ბუნიობა (დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე თავისი ხილულლი წლიური მოძრაობისას ცის ეკვატორს გადაკვეთს) – გაზაფხულისა და შემოდგომის.

ამ დღეს დღე და ღამე თანაბრდება. ჩამოვთვალოთ ამ დღესთან დაკავშირებული ნიშნები და გავარკვიოთ, რა არის საშიში და რა არის საჭირო.

შემოდგომის ბუნიობის დაწყების ზუსტი დრო 2022 წელს
შემოდგომის ბუნიობა კოსმოსური სტანდარტებით, ფაქტობრივად, შემოდგომის დასაწყისია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ვარსკვლავი მზე, უბრალოდ, კვეთს ეკვატორის ხაზს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ეს გავლენას ახდენს დღის ხანგრძლივობაზე: დღე მცირდება, ღამე კი თანდათან იზრდება.

ზოგჯერ ბუნიობა დგება 21 ან 22 სექტემბერს, მაგრამ 2022 წელს მას 23-ში შევხვდებით. დაწყების ზუსტი დროა თბილისის დროით 05:03 სთ.

მისტიკური დღის ნიშნები
მრავალი ადამიანის გონებაში შემოდგომის ბუნიობის დღე განახლებასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის დიასახლისები ერთ ტრადიციაში არიან მოქცეულნი და ცდილობენ, შემოდგომის ბუნიობის დღემდე სახლი დაალაგონ. უიღბლობა გექნებათ, თუ ამ დღეს მოუწესრიგებელ ნივთებს შორის, მტვერში და ა. შ. შეხვდებით.

დილიდანვე ღირს ბუნებასთან მეტი ურთიერთობა, მისი რიტმების დაცვა. მაშინ ადამიანი ჰარმონიასა და ბედნიერებას იპოვის.

ბუნიობის დღეს კარგი, მზიანი ამინდი ნიშნავს, რომ ზამთარი არ იქნება ძალიან მკაცრი, თუმცა თუ ფრინველები სამხრეთისკენ გაფრინდნენ, ძლიერ ყინვებს უნდა ველოდოთ.

თუ 23 სექტემბრისთვის ხეებზე ფოთლები თითქმის მთლიანად ყვითელია, მაშინ ზამთრის სიცივე საკმაოდ ადრე მოვა.

ეს მისტიკური დღე განსაკუთრებულად უნდა გაატაროთ. ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად შემოსასვლელის თავზე ცირცელის ტოტები ჩამოკიდეთ. ისინი, როგორც ამბობენ, ყველა ბოროტ სულს განდევნიან .

ასევე, ბუნიობის დღეს მადლობა უნდა გადაუხადოთ ზაფხულსა და მზეს – სითბოსთვის, ბუნების საჩუქრებისთვის, საკვების სიუხვისთვის. კარგია გარდაცვლილი ნათესავების გახსენება და ყველაფრის პატიება.

ამბობენ, თუ ბუნიობის დღეს ღვეზელებს გამოაცხობთ და სურვილს ჩაუთქვამთ, ის აუცილებლად ახდება. კომბოსტოს ღვეზელი – კეთილდღეობისთვის, ხორცის – სამსახურში წარმატებისთვის, კენკრით – ოჯახის კეთილდღეობისთვის.

რა რიტუალები უნდა ჩატარდეს შემოდგომის ბუნიობის დღეს, 2022 წლის 23 სექტემბერს

ბუნების ამ დღესასწაულზე ძალიან საშიშია როგორც საკუთარ თავში უარყოფითი აზრების დაგროვება, ისე ცილისწამება, რადგან შემდეგ ექვს თვეში წარმატებას ვერ ნახავთ. ასევე, აკრძალულია ურთიერთობის გარკვევა და კამათი. ბედნიერების გასაღები თანასწორობაა – ისევე, როგორც დღის ხანგრძლივობა უდრის ღამისას.

23 სექტემბერს დილით აუცილებლად უნდა გახვიდეთ გარეთ და პირი ნამით დაიბანოთ. თუ ადამიანი ქალაქში ცხოვრობს და ასეთი შესაძლებლობა არ აქვს, მაშინ უბრალოდ ჩამოიბანეთ სახე წყლით, რომელიც მთელი ღამე იდგა ფანჯრის რაფაზე. ეს მოგცემთ მხნეობასა და ჯანმრთელობას, მოიზიდავს კეთილდღეობას თქვენს ცხოვრებაში.

ამ ჯადოსნურ დღეს სასარგებლოა რაიმე შემოქმედებითი წამოწყება, ქველმოქმედება, ძალების მოსინჯვა შემოქმედებაში. გამოიჩინეთ ზრუნვა სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ. შემოდგომის ბუნიობის დღეს უფრო ადვილი იქნება თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და საკუთარი თავის შეცვლა.

ეზოთერიზმში ამ პერიოდს „მზის კარიბჭე“ ეწოდება. და ეს არის ძალიან ძლიერი დღე, ბუნებრივი ენერგიის თვალსაზრისით. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ახალი წელი ამ დღეს იწყება და სპეციალურ რიტუალებს ასრულებდნენ, რათა მას კეთილდღეობა მოეტანა.

ამ დღეს უნდა გააანალიზოთ თქვენი ცხოვრება, შეეცადოთ, იპოვოთ მასში წონასწორობა, ყველაფერს პოზიტიურად შეხედეთ, თქვენი აზრები უარყოფითისგან გაასუფთავეთ. ამ დღეს ჩვეულებრივია სურვილების ჩაფიქრება, სხვადასხვა რიტუალების ჩატარება. ადამიანებს სჯერათ, რომ ამ ენერგეტიკულად ძლიერ დღეს მათი სურვილების ახდენის შანსები მნიშვნელოვნად იზრდება.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close