მსოფლიოსაზოგადოება

სამი შარვალი, მაშველის დიპლომი და კინოროლი ,,ჯეიმს ბონდში” – უცნობი ფაქტები დედოფალ ელისაბედზე

დედოფალ ელისაბედს ახლა მთელი მსოფლიო ემშვიდობება. ცნობილია, რომ მონარქის პანაშვიდები სხვადასხვა ადგილას 10 დღის მანძილზე გაიმართება და ყველას ექნება შესაძლებლობა, მიაგოს პატივი საყვარელ დედოფალს.

ჩვენ შევარჩიეთ საინტერესო ფაქტები დედოფალ ელისაბედზე, რომელმაც ის ყველა დროის ყველაზე გამორჩეულ ლიდერად აქცია:

    • კანონის მიხედვით, დედოფალს არ ევალებოდა გადასახადების გადახდა, თუმცა ელისაბედი ამას საკუთარი ნებით აკეთებდა.
    • კანონით, დედოფალთან შეხება აკრძალული იყო, თუმცა თავად მონარქმა რამდენჯერმე დაარღვია ეს ეტიკეტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისას.
    • ყოველდღე დედოფლის სახელზე ათასობით წერილი მიდიოდა, მონარქი 10-მდე წერილს კითხულობდა და ყველას პასუხობდა.
    • დედოფალ აქვს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ის პროფესიონალი მაშველი იყო.
    • პირველად დედოფალი საკუთარი ხალხის წინაშე საჯაროდ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გამოვიდა, მაშინ ის 14 წლის იყო.
    • გარდა ცურვისა, დედოფალი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო სროლით.
    • ეტიკეტის მიხედვით, დედოფალს აკრძალული ჰქონდაერთი და იმავე კაბაში ორჯერ გამოჩენა, მონარქმა ორჯერ დაარღვია ეს წესი.
    • დედოფალმა მონაწილეობა მიიღო საყვარელ ფილმში „ჯეიმს ბონდის“ შესახებ, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი კინოროლი ეკრანზე.

  • 1992 წელს, დედოფლის გერმანიაში ვიზიტის დროს მას კვერცხები ესროლეს.
  • ერთხელ ელისაბედი დაცვის გარეშე სეირნობდა ლონდონის პარკში, როცა მას უცნობები გამოელაპარაკნენ და ჰკითხეს, ნანახი ჰყავდა თუ არა დედოფალი.
  • დედოფალი იცვამდა მხოლოდ ქვედაბოლოებს, მის გარდერობში მხოლოდ 3 შარვალი იყო.
  • ყოველ წელს დედოფალი ტელევიზიით ულოცავდა ბრიტანელებს შობის დადგომას.
  • ბრიტანეთის საპარლამენტო სესიას ყოველთვის დედოფალი ხსნიდა.
  • 1991 წელს ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე იგი დაცვამ არ შეუშვა, რადგან უბრალოდ ვერ იცნო.
  • თავისი ცნობილი ჩანთების ერთი ხელიდან მეორეში გადატანით ელისაბედი ეუბნებოდა მოსაუბრეს, რომ დიალოგმა დაღალა.
  • კაბა, რომელიც ელისაბედს ქორწილის დღეს ეცვა, იმდენად მძიმე იყო, რომ მას სიარული უჭირდა.

  • ელისაბედს არ ჰქონდა პასპორტი, მაშინ როცა გაერთიანებულ სამეფოში პასპორტი მისი სახელით გაიცემა.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close