მოგზაურობაეკონომიკა

ევროპულ ავიაკომპანიებს რთული ზამთარი ელით – რომელია ყველაზე დაუცველი ავიაკომპანიები

ევროპულ ავიაკომპანიებს რთული ზამთარი ელით. მგზავრთა ნაკადის შემცირებასთან ერთად მათ საწვავის გაზრდილ ფასთან და კადრების მომატებულ ხარჯებთან გამკლავება უწევთ. მთავრობები, რომლებმაც ავიაკომპანიები კოვიდპანდემიის დროს გადაარჩინეს, ახლა მზარდი ინფლაციის ფონზე ყურადღებას სხვა სფეროებზე ამახვილებენ.  

კვლევითი ორგანიზაცია Sanford C. Bernstein-ის ანალიტიკოსების ალექს ირვინგისა და კლემენტინ ფლინოის თანახმად, ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მცირე ზომის ავიაკომპანიები აღმოჩნდებიან.

ყველაზე დაუცველი ავიაკომპანიებიდან ერთი კვიპროსული, ხოლო ორი ალბანურია. ამავე სიაში ხვდებიან საქართველოში, ბელარუსში, ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მოლდოვასა და რუმინეთში დაფუძნებული კომპანიები.

ეს პოზიტიური სიგნალია აღმოსავლეთ ევროპის უძლიერესი მოთამაშეებისთვის, ძირითადად, Wizz air-სა და Ryanair-სთვის, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა სწრაფად გაანაწილონ თვითმფრინავები ახლად გამოთავისუფლებულ ბაზრებზე.

ანალიტიკოსების შეფასებით, ევროპის ტოპ ექვს ავიაკომპანიას, მათ შორის, Ryanair Holdings-ს, EasyJet-სა and Wizz Air Holdings-ს უმნიშვნელო რისკი დაემუქრებათ და საკრედიტო რეიტინგს შეინარჩუნებენ. ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა Air France-KLM, IAG და Deutsche Lufthansa, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის დახმარებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ იასპერი

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close