მოგზაურობაპოლიტიკა

ევროკავშირმა ახსნა-განმარტება გამოაქვეყნა შენგენის ვიზებზე რუსეთის მოქალაქეებისთვის

ევროპულმა კომისიამ 9 სექტემბერს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ახსნილია რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემის ახალი პროცედურის პრაქტიკული დეტალები.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ვიზებზე განაცხადების განხილვის დრო თვენა-ხევრამდე გაიზრდება, გამკაცრდება დოკუმენტების შემოწმება, ხოლო იმ განმცხადებლებს, რომელთა ევროპაში ვიზიტის მიზანიც – მაგალითად, ტურიზმი – პრიორიტეტული არ არის, შესაძლოა ვიზაზე უარი ეთქვას. ამავდროულად, გაფართოვდა შენგენის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების საელჩოებისა და საკონსულოების უფლებამოსილება – მათ უფრო მეტი დამოუკიდებლობა ექნებათ თავიანთ გადაწყვეტილებებში, გასცენ თუ არა ვიზები რუსების მოქალაქეებზე.

სავიზო საკითხებში პრიორიტეტული იქნებიან რუსეთის ის მოქალაქეები, როელთათვისაც ევროპაში ჩასვლა აუცილებლობას წარმოადგენს – ესენია ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახების წევრები, ჟურნალისტები, დისიდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

31 აგვისტოს პრაღაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ ევროკავშირი აპირებდა უარი ეთქვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გაიოლების ხელშეკრულებაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე.

ევროკავშირის გადაწყვეტილება ძალაში 12 სექტემბერს შევა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close