წარმატების ჰოროსკოპი: ყველაზე ხელსაყრელი დღეები 2022 წლის სექტემბერში სიყვარულის, კარიერისა და ფინანსებისთვის
შემოდგომის დასაწყისში ვარსკვლავების პოზიცია ხელსაყრელია ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის: წარმატებები თან სდევს მათ ნებისმიერ ახალ წამოწყებას.
გაინტერესებთ, სექტემბრის რომელი დღეებია ყველაზე წარმატებული თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში? ვინ იგრძნობს თავს ბედნიერად და შეძლებს ოცნებების ახდენას? მაშინ გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას:
შემოდგომის პირველ თვეში მოგიწევთ გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს: უპირველესი პრიორიტეტი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იქნება. სამუშაო პროექტები შეჩერებულია და ეს კარგიცაა: უკეთეს დროს დაელოდეთ პროფესიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად. სექტემბერი შესანიშნავი პერიოდია დასვენებისა და გარემოს შეცვლისთვის – ისარგებლეთ ამ მომენტით ძველი ოცნებების ასასრულებლად.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 6, 18.
კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენლები თავს იღბლიან ადამიანად იგრძნობენ: სამსახურში ხელმძღვანელობის შექებას დაიმსახურებენ, თავიანთ საქმეში საუკეთესო თვისებების გამოვლენას შეძლებენ. არ არის გამორიცხული დამატებითი შემოსავალი მიიღოთ ინვესტიციებიდან ან უძრავი ქონების გაქირავებით. ძალიან გაგახარებთ მონატრებულ მეგობრებთან ურთიერთობა და მათთან გულახდილი საუბარი.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 14, 22.
ტყუპი
აიღეთ პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან პროექტებზე და თქვენი მატერიალური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. მოემზადეთ დაწინაურებისთვის სამსახურში. სექტემბრის მეორე ნახევარში თქვენი ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდება, რომ შეგიძლიათ სამოგზაუროდ წახვიდეთ.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 12, 30.
სექტემბერში ოცნებების ასრულების შანსი გექნებათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას: მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. მეტი ურთიერთობა გქონდეთ ხალხთან, გააფართოვეთ თქვენი ნაცნობების წრე, რათა ცხოვრების თანამგზავრთან შეხვედრის შანსი გაიზარდოს.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 15, 28.
წარმატება დიდწილად თქვენზე იქნება დამოკიდებული: ლომის ნიშნის წარმომადგენლები, რომლებიც სამსახურში მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ, დიდ ანაზღაურებას მიიღებენ. მოემზადეთ აქტიურობისთვის და იღბალი მუდამ თქვენი თანამდევი იქნება. მკაფიოდ განსაზღვრეთ ძირითადი მიზნები და დასახეთ მათი მიღწევის გზები.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 10, 21.
თქვენს ცხოვრებაში წარმატების მოსაზიდად ინტუიციას მოუსმინეთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სხვა ადამიანების რჩევებს, რათა არ შეცდეთ. ამ თვეში თქვენი ყურადღება მუშაობაზე იქნება კონცენტრირებული. გამძლეობა და მონდომება საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ შესანიშნავ შედეგებს, მიიღოთ თქვენთვის სასურველი თანამდებობა და ღირსეული ჯილდო თქვენი შრომისთვის.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 10, 23.
სექტემბერი იდეალურია რომანტიკული დასვენებისთვის. იღბალი თქვენს მხარესაა ფინანსურ საკითხებში: შეგიძლიათ დაგეგმოთ ხანგრძლივი მოგზაურობები და დიდი ხარჯები. სავარაუდოა მოულოდნელი შემოსავალი დამატებითი წყაროებიდან.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 15, 24.
მორიელი
მარტოხელა მორიელებს ხელსაყრელი ნაცნობობის იმედი უნდა ჰქონდეთ. ასევე, შესაძლოა ახლებურად შეხედოთ ძველ ნაცნობს და იფიქროთ რომანტიკულ ურთიერთობაზე. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება: ყველაფერი მარტივად და უპრობლემოდ გამოგივათ.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 9, 13, 25.
მშვილდოსანი
შემოდგომის პირველი თვე ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ. ნებისმიერ საქმეს საოცრად მარტივად მოაგვარებთ. არ შეგეშინდეთ იყოთ პრინციპული და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოთ. წარმატება მხოლოდ პრინციპულობას და გაბედულებას მოჰყვება. ეს ხელსაყრელი პერიოდია ცხოვრების თანამგზავრის საპოვნელად, სასიყვარულო თავგადასავლებისა და ფლირტისთვის.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 7, 29.
სექტემბერში წარმატებას შრომისმოყვარეობით მიაღწევთ. მოსალოდნელია კარიერული აღმასვლა და ბიზნესის განვითარება. ამ თვის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. თხის რქის მარტოხელა წარმომადგენლებს ვარსკვლავები ჰპირდებიან შეხვედრას ადამიანთან, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 8, 11, 20.
წარმატების მისაღწევად ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილეთ. სექტემბერი კარიერასა და ფინანსურ საკითხებში წინსვლას გპირდებათ, მაგრამ პირად ურთიერთობებში სირთულეებია მოსალოდნელი. შეეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ ურთიერთობა პარტნიორთან, ნუ უბიძგებთ მას ეჭვიანობისკენ.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 9, 22, 27.
ოჯახურ ცხოვრებაში სიმშვიდეა, ასე რომ, შეძლებთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას. უფრთხილდით არაკეთილსინდისიერ და შურიან ადამიანებს, რომლებიც შეეცდებიან ხელი შეუშალონ თქვენს კარიერულ წინსვლას. ვარსკვლავებმა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს: შეხვედრის ინიციატორი თქვენთვის სასურველი ადამიანი იქნება.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 15, 22.
თამთა გურული
კომენტარები