მსოფლიოსაზოგადოება

რატომ დაიღუპა პრინცესა დაიანა: ლედი დის ყოფილი მცველის თეორია, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

პრინცესა დაიანას გარდაცვალების ისტორიაში ახალი დეტალები იკვეთება: მისმა ყოფილმა დაცვამ გამოაქვეყნა წიგნი, სადაც მან უელსის პრინცესას ტრაგედიის საკუთარი ვერსია წამოაყენა.

სანსუმი ყოფილი მცველია, რომელიც უელსის პრინცესასთან მუშაობდა. მან გამოსცა წიგნი, სადაც დეტალურადაა აღწერილი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მომხიბლავი ქალის დაცვის გამოცდილება. სანსუმი იყო ეგვიპტელი მილიარდერის, მუჰამედ ალ ფაიედის ოჯახის უსაფრთხოების ჯგუფის წევრი, ამიტომ როდესაც დოდი ალ ფაიედი და დაიანა 1997 წლის ზაფხულში საფრანგეთში გაემგზავრნენ, ყოფილი სამეფო სამხედრო პოლიციელი დაუახლოვდა პრინც ჩარლზის ყოფილ მეუღლეს. მას დაევალა დაიანასა და მისი ორი ვაჟის, პრინცების – უილიამსა და ჰარის მოვლა სენ-ტროპეში მათი ყოფნის დროს.

ლი სანსუმი არ მუშაობდა იმ ღამეს, როცა დაიანა და დოდი პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. საერთოდ, წყვილს დაცვის გარეშე სურდა მოგზაურობა, მაგრამ მუჰამედ ალ-ფაიედის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამის საშუალება არ მისცათ. ეს იყო ტრევორ რის-ჯონსი, „მერსედესის“ ერთადერთი მგზავრი, რომელიც ავტოკატასტროფაში გადარჩა. საინტერესოა,  რომ ტრაგედიას ხელი არ შეუშლია მისთვის,  მომავალში წარმატებული კარიერა ჰქონოდა.

The Sun-თან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ლი სანსუმმა თქვა, მისი აზრით, რა იყო დაიანას სიკვდილის მიზეზი და აღნიშნა, რომ მის ყოფნას შეეძლო თავიდან აეცილებინა მრავალი ფატალური შეცდომა. „როცა გავიგე, რომ უსაფრთხოების ღვედები არ ეკეთათ ავარიის დროს, მივხვდი, რატომ არ გადარჩნენ. მე ამას ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდი“.

პირადი დაცვის ექსპერტმა დასძინა, რომ ალ-ფაიედის ოჯახისთვის სტანდარტული პრაქტიკა იყო ღვედების შეკვრა, მუჰამედის მოთხოვნით. სხვათა შორის, ტრევორ რის-ჯონსს, რომელიც გადარჩა, ავარიის დროს უსაფრთხოების ღვედი ეკეთა, სხვა მგზავრებს კი – არა.

თავის წიგნში სანსუმი წერს: „გამოძიების დროს ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების ღვედებზე და იმ ფაქტზე, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპულ ადამიანებს – დაიანა, დოდის და ანრი პოლის – არ ეკეთათ უსაფრთხოების ღვედები. მხოლოდ ტრევორს ეკეთა ღვედი და ის გადარჩა. ჩემი თავდაპირველი რეაქცია ავარიის შესახებ იყო ის, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო – ისინი უსაფრთხო მანქანით მგზავრობდნენ და ვერ წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლებოდა ასე დაღუპულიყო სამი ადამიანი პარიზის ქუჩებში. მაგრამ შემდეგ დავინახე მანქანის მდგომარეობა. მოგვიანებით, როცა გავიგე, რომ ღვედები არ ეკეთათ, მივხვდი, თუ რატომ არ გადარჩნენ“.

პრინცესა დაიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად იყვნენ ეგვიპტელი მილიარდერის, მუჰამედ ალ ფაიედის შვილი დოდი ალ ფაიედი და მძღოლი, რომლებიც ასევე დაიღუპნენ.

შემთხვევის დროს მძღოლი ანრი პოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. იგი რეცეპტით გამოწერილ წამლებსაც იღებდა. ორი გამოძიების –  საფრანგეთის პოლიციის მიერ 1999 წელს და მეტროპოლიტენის პოლიციის მიერ 2008 წელს – იგი დიანასა და დოდის სიკვდილში დამნაშავედ ცნეს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close