იტალიაკრიმინალი

სროლა ნეაპოლის ცენტრში – ღია ბარის სტუმრები გარბიან, მათ შორის არიან ბავშვებიც (ვიდეო)

4 სექტემბერს, შაბათიდან კვირა ღამეს ნეაპოლის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას – ტრიესტე და ტრენტოს მოედანზე (piazza Trieste e Trento) რამდენიმე გასროლა გაისმა, რამაც იქვე მდებარე ღია ბარის სტუმრებს შორის პანიკა გამოიწვია. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შეშინებული სტუმრები ადგილიდან წამოიშალნენ და გარბიან, მათ შორის არიან მოზარდი ბიჭი და პატარა ბავშვი.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა სწრაფად მიმავალ სკუტერზე მჯდომმა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა განახორციელა. საბედნიეროდ, არც გასრoლის და არც ჭყლეტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ფაქტს ფეისბუქზე გამოეხმაურა Europa Verde-ს („მწვანე ევროპა“) რეგიონული მრჩეველი ფრანჩესკო ემილიო ბორელი, რომელმაც ბარის ვიდეოკონტროლის სისტემიდან ამოღებული კადრები გამოაქვეყნა კომენტარით, რომელშიც აღნიშნავს, რომ ნეაპოლში კრიმინალური ფონი კვლავაც ძალიან მაღალია და დაპირების მიუხედავად არაფერი შეცლილა.

„უპრეცედენტო ამბავი – ქალაქის ცენტრში, სამეფო სასახლიდან და პლებისციტოს მოედნიდან ორ ნაბიჯში, თანაც იქ ბევრი ბავშვი იყო. კადრები, რომლებიც ვნახეთ, შემაშფოთებელია: ისინი სახეში გვახლიან რეალობას, გვიჩვენებენ, რომ ურბანული პარტიზანული ომის პირობებში ვცხოვრობთ, რომელშიც დანაშაული ცოცხლობს და მოქმედებს მთელი სისწრაფით. მათ არაფერი აჩერებთ, ამიტომ კრიმინალის ესკალაციას, როგორც ჩანს, მუხრუჭები არ აქვს… დაპირებული იყო სათვალთვალო  კამერები და პოლიციელების კონტროლი, თუმცა დღეს ამის ჩრდილსაც კი ვერ ვხედავთ… სამწუხაროდ, ერთი და იგივე ძველი ისტორია მეორდება და მეორდება, თუმცა მოვიდა დრო, რომ ინსტიტუტების არსებობა საგრძნობი იყოს, რათა კონკრეტული ჩარევა მოხდეს, ანდა დავრჩებით კანონდარღვევების ტყვეობაში და ვერ შევძლებთ თავისუფლად გავატაროთ რამდენიმე საათი ბარში“, – წერს ფრანჩესკო ემილიო ბორელი, რომელმაც არაერთი შეტყობინება მიიღო იმის თაობაზე, რაც მოხდა ნეაპოლის ცენტრში 4 სექტემბერს, ღამის 2 საათამდე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close