ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ ემიგრანტებს მიმართა – ამ ადამიანების გახარება ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი იტალიაში წარმიტებული აღმოჩნდა. მან სერია „ა“-ს 5 ტურში 4 გოლი გაიტანა და იტალიის მოთამაშეთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

„ლაციოსთან“ გასვლაზე მოგებული (1:2) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ ემიგრანტებს მიმართა.

„ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობით კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა! მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში“, – წერს ფეხბურთელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close