მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში გარდაიცვალა ერთი წლის ბავშვი, რომელიც მამამ 31-გრადუსიან სიცხეში მანქანაში დიდი ხნით დატოვა

აშშ-ში, ოჰაიაოს შტატში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც თავისი 1 წლის შვილი მანქანაში განზრახ 5 საათის განმავლობაში დატოვა, რის გამოც ბავშვი გარდაიცვალა. 

CNN-ის ცნობით, 19 წლის ლენდონ პაროტმა ბავშვი მანქანაში იმიტომ დატოვა, რომ სახლში მისთვის ხელი არ შეეშალა. ამ პერიოდში გარეთ 31 გრადუსი სიცხე იყო.

პოლიციამ სიმართლე მას შემდეგ დაადგინა, რაც კაცმა არათანმიმდევრული ჩვენებები მისცა.

პაროტს გამოძიებამ ორი მუხლით წაუყენა ბრალი. ის ტუქსარავის ოლქის ციხეში იმყოფება.

უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მონაცემებით, 2018 და 2019 წლებში, ყოველწლიურად რეკორდული, 53 ბავშვი იღუპებოდა ცხელ მანქანაში ყოფნის გამო. noheatstroke.org-ის ცნობით, 2022 წელს 22 ბავშვი დაიღუპა მსგავსი შემთხვევის გამო.

მეტეოროლოგისა და noheatstroke.org-ის დამფუძნებლის, იან ნულის თქმით, 1998 წლიდან დაფიქსირდა მინიმუმ 929 პედიატრიული სითბური ინსულტის შემთხვევა. ამ დაღუპულთაგან 53% იყო იმის გამო, რომ ვიღაცას ბავშვი მანქანაში დაავიწყდა.

tabula.ge

p. s. ამგვარი შემთხვევების რაოდენობა ხშირი იყო იტალიაშიც და იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მშობლებს უკვე კანონი ავალდებულებს სპეციალური საბაშვო სავარძლების გამოყენებას.

კანონი ითვალისწინებს, რომ ყველა საბავშვო ავტოსავარძელი აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციით, რომელიც მძღოლს ავტომობილში ბავშვის არსებობის შესახებ გააფრთხილებს სპეციალური ვიზუალური და აკუსტიკური სიგნალების მეშვეობით როგორც ავტომობილის შიგნით, ისე გარეთ (სავარძელი შეიძლება აღჭურვილი იყოს შეტყობინების გაგზავნის ან ზარის განხორციელების ავტომატური სისტემით).

მსგავს თემაზე: 2 წლის ბიჭუნა, რომელიც მამას ჩაკეტილ მანქანაში დარჩა, დაიღუპა

იტალიაში სავალდებულო გახდა საბავშვო ავტოსავარძლები სიგნალიზაციის სისტემით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close