ჯანმრთელობარჩევები

როგორ უნდა დალიოთ აბები ისე, რომ ორგანიზმმა სწრაფად შეიწოვოს?

წამლის გადაყლაპვისთანავე ის ხანგრძლივ მოგზაურობას იწყებს თქვენს კუჭში, ნაწლავებსა და სისხლძარღვებში, მაგრამ მისი შეწოვა შეიძლება შეფერხდეს, თანაც ისე, რომ გადასამუშავებლად 1 საათზე მეტიც გახდეს საჭირო. ეს კი თქვენს პოზაზეა დამოკიდებული. 

აღნიშნული საკითხი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა. მათ დაასკვნეს, რომ წამლების შეწოვისთვის ყველაზე კარგი პოზა მარჯვენა მხარეზე წოლა ან დაყრდნობაა.

შესაძლოა საერთოდ არ დარდობდეთ იმაზე, რამდენი დრო დასჭირდება ორგანიზმს წამლის შეწოვისთვის, თუმცა დაფიქრდით, როცა ტკივილგამაყუჩებელს სვამთ, რა შედეგი შეიძლება მოგცეთ წამლის სწრაფად შეწოვამ… ან თუნდაც, არტერიული წნევის დროს რამდენად მნიშვნელოვანია წამლის სწრაფი მოქმედება.

კომპიუტერული მოდელის გამოყენებით მკვლევრებმა ადამიანის კუჭის 4 მოდელი გამოცადეს, რომელიც დაფუძნებული იყო 34 წლის კაცის სხეულის მაღალი რეზოლუციის სკანირებულ სურათებზე. StomachSim-მა საჭმლის მომნელებელ სისტემაში აბების მოძრაობის სიმულაცია მოახდინა.

აბის მიღება, როცა მარჯვენა მხარეს წევხართ ან ეყრდნობით, ნიშნავს იმას, რომ ის ამ „კომპიუტერული კუჭის“ ყველაზე ღრმა ნაწილებში ხვდება და ორჯერ უფრო სწრაფად იშლება. მარცხენა მხარეს წოლისას კი აბების შეწოვას 5-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მარჯვენა მხარეს, სადაც გრავიტაცია და ანატომია კუჭის მხარეს ექცევა.

ამასთან, წინა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მარჯვენა მხარეს წოლა კუჭიდან ნაწლავებში საჭმლის გადატანის პროცესს აჩქარებს, ხოლო ჯდომა, დგომა ან მარჯვენა მხარეზე დაყრდნობა პერორალური მედიკამენტების შეწოვას აუმჯობესებს.

მკვლევრებმა აბების შეწოვის საკითხი გასტროპარეზის მქონე პაციენტების სიმულაციითაც გამოცადეს. მათ აღმოაჩინეს, რომ აბების შეწოვის სისწრაფეზე კუჭის მონელების სიმულაციური ძალის მცირე კლებასაც კი ჰქონდა გავლენა.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გამოთვლითი მოდელები და კუჭის სითხის მექანიკის სიმულაციები კომპლექსურ ფიზიოლოგიურ პროცესებზე სასარგებლო და უნიკალურ შეხედულებებს გვთავაზობს, რაც წამლის დაშლას უდევს საფუძვლად, – აცხადებენ მკვლევრები.

თუ გსურთ, წამალმა მალევე იმოქმედოს, მარჯვენა მხარეს დაწოლა არ დაგავიწყდეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერული სიმულაციები რთული პროცესების სასარგებლო, მაგრამ ძალიან გამარტივებული მოდელებია.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close