რას არ გაიგებ/ფაქტები

ონლაინ მაღაზია, სადაც სპერმისგან დამზადებული სამკაულები იყიდება (ვიდეო)

კანადელი იუველირის, ამანდა ბუთის (Amanda Booth) მიერ დაფუძნებულ ონლაინ მაღაზია Jizzy Jewellery-ში ადამიანის სპერმისგან დამზადებული სამკაული იყიდება.

ამანდა ბუთს იდეა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაწოდა, რომელმაც ტიკტოკში მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარში დაწერა, უფიქრია თუ არა სპერმის გამოყენება სამკაულის დასამზადებლად? მანამდე იუველირი სამკაულებს სისხლისგან, დედის რძისგან, თმისგან ამზადებდა.

ამანდამ ფეისბუქში ხუმრობით გამოაქვეყნა, რომ ამგვარი დაკვეთა მიიღო და ამის შემდეგ რეალური დამკვეთებიც გამოჩნდნენ.

იმისათვის, რომ გაეგო, რამდენი სპერმაა საჭირო სამკაულის დასამზადებლად, მან თავის ქმართან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი (ამანდა ბუთმა დაასკვნა, რომ იდეალური ნარევის მისაღებად ერთი ჩაის კოვზი საკმარისია, თუმცა რაც მეტი, მით უკეთესი), აგრეთვე, გატესტა, გაუძლებდა თუ არა ასეთი მინარევის მქონე ბიოპოლიმერული თიხა ღუმელში გამოწვას. „შედეგი ფანტასტიკური იყო“, – ამბობს იუველირი.

მან გასულ თვეში ტიკტოკში გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ ამზადებს სპერმისგან სამკაულს. ვიდეო ვირუსული გახდა – 5.8 მლნ ნახვა აქვს. მას შემდეგ ამ ტიპის სამკაული ისეთი მოთხოვნადია, რომ სახელოსნოში საქმეს ვერ აუდიან. ბუთის თქმით, ასობით კლიენტმა უკვე გაუგზავნა მოთხოვნა. ბევრ შემკვეთს მიაჩნია, რომ ამგვარი სამკაული იდეალური სიურპრიზი-საჩუქარია პარტნიორისთვის.

დამკვეთები ბუთს სპერმას ფოსტით უგზავნიან, იგი მის დეჰიდრატაციას ახდენს, ფხვნილის სახეს აძლევს და შემდეგ მისგან თიხის „მარგალიტებს“ ან სხვა სახის სამკაულებს ამზადებს. კლიენტები სამკაულს რამდენიმე დღეში იღებენ ფოსტით.

იუველირის თქმით, სამკაულის დამზადების პროცესი არც ისე სასიამოვნოა. „ახალი ნიმუში – სხვა საქმეა, მაგრამ როცა რამდენიმე დღე ჩერდება, სანამ ფოსტით მოვა… ხომ გესმით…

სპერმას დღის ბოლოს ვამუშავებთ, თორემ სახელოსნოში მთელი დღე ამ სუნში მოგვიწევდა ყოფნა. ერთხელ დილიდანვე დავიწყეთ სპერმის სამკაულზე მუშაობა და გადავწყვიტეთ, რომ არასდროს ასე აღარ მოვიქცევით“, – ამბობს ბუთი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close