ვიდეოისტორიაკინო/ფილმები

„ტიტანიკის“ ახალმა ვიდეომ მეცნიერები განაცვიფრა – დეტალები, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდნენ

110 წლის წინათ ჩაძირული ხომალდი პირველად გადაიღეს 8K გარჩევადობით: შედეგი გასაოცარია

OceanGate Expeditions-ის ექსპედიციამ „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა. ახალმა ვიდეომ, რომელიც პირველად გადაიღეს უმაღლესი, 8K რეზოლუციით, ექსპერტები გააოცა. მასში პირველად ჩანს დეტალურად ჩაძირული ლაინერის კორპუსი. ახალმა ვიდეომ ასევე ნათელი მოჰფინა ახალ ფუნქციებს და აქამდე უცნობ დეტალებს.

მაინც რით არის უნიკალური ახალი ვიდეო? მაგალითად, აქამდე არავის შეუმჩნევია კომპანიის Noah Hingley & Sons Ltd-ის დასახელება მარცხენა ღუზაზე. გოლდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩადიოდა ოკეანის ფსკერზე და გემის ნაშთებს იკვლევდა, თუმცა ვერ იხსენებს ვერცერთ ვიდეოს ასეთი მაღალი დონის დეტალებით. OceanGate Expeditions-ის მიერ გავრცელებული ვიდეო არის პირველი 8K ვიდეო, სადაც ნაჩვენებია გიგანტური ჩაძირული გემის კორპუსი. ექსპედიციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ახლა მხოლოდ ჩაძირული ლაინერის კვლევისთვის ამიერიდან მხოლოდ ასეთ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

„ტიტანიკის“ ახალი შთამბეჭდავი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა. მაყურებელს შეუძლია ნახოს ცნობილი კიჩო, მარცხენა ღუზა, კორპუსის ნაწილი და ღუზის გიგანტური ჯაჭვი, რომლის თითოეული რგოლი დაახლოებით 200 ფუტს (90 კგ-მდე) იწონის. კადრებში ასევე ჩანს გემის კორპუსის გადატეხის ადგილი და რამდენიმე მოგლეჯილი მოაჯირი.

ახალი ვიდეოს დახმარებით მეცნიერებს შეეძლებათ უფრო დეტალურად დააფიქსირონ მსხვრევის ადგილების ელემენტები. „საოცარია, რომ ამდენი წლის შემდეგ შეიძლება აღმოვაჩინეთ ახალი დეტალი, რომელიც არც ისე აშკარა იყო გადაღების წინა თაობების ტექნოლოგიებში“, – თქვა გოლდენმა.

შეგახსენებთ, რომ 1912 წელს სამგზავრო ლაინერი „ტიტანიკი“, რომელიც თავის პირველ მიგზაურობაში ატლანტის ოკეანეში გაემართა, აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა. 2200 მგზავრიდან მხოლოდ 712 გადარჩა. „ტიტანიკის“ დაღუპვა გახდა შთაგონება 1997 წელს „ოსკაროსანი“ ფილმის, „ტიტანიკის“ გადაღებისთვის, ლეონარდო დიკაპრიოსა და ქეით უინსლეტის მონაწილეობით. „ეს იყო ყველაზე დიდი ხომალდი იმ დროისათვის, რომელიც სავსე იყო ცნობილი ადამიანებით. ეს დაახლოებით იგივეა, დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავებით სავსე გიგანტური რეაქტიული თვითმფრინავი ვაშინგტონში თავისუფლების ქანდაკებას რომ შეეჯახოს“, – თქვა ამას წინათ ფილმის რეჟისორმა, 68 წლის ჯეიმს ქემერონმა გემის ჩაძირვის 110 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

aussiedlerbote.de-ს მიხედვით

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close