ჰოროსკოპი

რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყოველი ჩვენგანი, მოგეხსენებათ, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული (ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ნიშნის ყველა გამოხატული სახასიათო შტრიხი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც გამთენიისას დაიბადნენ). შესაბამისად, თითოეულ ადამიანს აქვს თავისი სამყარო, თავისი გარემო და ქვეყანაც კი, რომელიც მის არსებას ყველაზე უკეთ მიესადაგება. ახლა ვნახოთ, რომელია ეს ქვეყნები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

მშვილდოსანი

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მშვილდოსნები იდეალისტები არიან. ლიტერატურაში ასეთი ტიპური გმირია დონ კიხოტი. და მისი სამშობლო, ესპანეთი, სწორედ მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ იმყოფება. მოგეხსენებათ, ესპანელები მამაცი მეზღვაურები იყვნენ და, როგორც ნებისმიერი მშვილდოსანი, ძალიან შორს მიემგზავრებოდნენ. მშვილდოსნის ნიშნის ქვეშაა, ასევე,  ავსტრალია, ახალი ზელანდია, უნგრეთი და სლოვენია.

თევზები

როგორც წესი, ასტროლოგიურად თევზების ქვეყნებია ეგვიპტე, სადაც ხალხი განსაკუთრებული რიტმით ცხოვრობს, აგრეთვე, ისლანდია და პორტუგალია. თევზების ზოდიაქოს მფარველობის ქვეშ მყოფი რეგიონებია, აგრეთვე, ნორმანდია საფრანგეთში და კალაბრია სიცილიაზე.

მერწყული

„მერწყულის“ ქვეყნებს მიეკუთვნება იაპონია, ფინეთი, ლიბანი, ისევე როგორც რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთი, დაახლოებით ტულამდე. პირველ ორს ახასიათებს ცხოვრების მაღალი დონე და განვითარების სწრაფი ტემპი, რაც ურანის მფარველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ყველა დანარჩენისგან განასხვავებს.

თხის რქა

ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ქვეყანა თხის რქის მფარველობის ქვეშ არის გერმანია, ამასთან, მისი დასავლეთი ნაწილი ბავარიისა და ყოფილი გდრ-ის ტერიტორიის გამოკლებით. თხის რქის ქვეყნებს მიეკუთვნება, აგრეთვე, კორეა და მონღოლეთი. არაბული სამყაროს ქვეყნებიდან ამ ნიშნის ქვეშ იმყოფება საუდის არაბეთი.

მორიელი

ამ ნიშნის ქვეშ მოქცეულია, ძირითადად, ისლამური მიმართულების ქვეყნები, სადაც მორიელისთვის დამახასიათებელი ტენდენციებია წამყვანი: ინსტინქტების დათრგუნვის და სულიერებად გარდაქმნის სურვილი, ჩაკეტილი იდეალები და პრინციპები. მათგან ცალკე შეიძლება გამოვყოთ ირანი და ავღანეთი.

მორიელისთვის კომფორტული ქალაქი აშშ-ში არის ვაშინგტონი.

სასწორი

გაწონასწორებულობა, მოხდენილობა და სტილი – ეს არის ამ ნიშნის მთავარი გარეგანი მახასიათებლები. თანამედროვე ქვეყნებიდან ამ სურათს ყველაზე ნათლად გვიჩვენებს ინგლისი, რომელიც აერთიანებს ორ ისეთ უკიდურესობას, როგორიცაა მონარქია და დემოკრატია.

ქალწული

სკრუპულოზური, პედანტი ქალწულები, რომლებიც თავიანთი არსებობის მნიშვნელობას საქმის სამსახურში ხედავენ, ტრადიციულად, ასოცირდებიან ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა იაპონია და შვეიცარია.

ასტროლოგიურად 100-პროცენტიანი თანხვედრა ქალწულებთან ქალაქებიდან აქვს რიგას და ბერლინს, ქვეყნებიდან –  სინგაპურს. თვისებები, რომლებიც ამ სახელმწიფოს და ქალწულის ნიშანს აერთიანებს – ეს არის კანონმორჩილება, შრომისმოყვარეობა და ფულის გამომუშავების უნარი. სწორედ სინგაპურის ქუჩებში სუფევს წარმოუდგენელი სისუფთავე, აქ არის თანამედროვე ტექნოლოგიები, სიმწვანე და ღიმილსაც არავინ დაგაყვედრით.

ლომი

ქვეყანა-ლომი – ეს არის მარადიული თეატრი, მისი ოსტატობის, ორიგინალურობისა და სილამაზის უწყვეტი დემონსტრირება. ამ ქვეყნებს შორისაა ესპანეთი და უკრაინა. აგრეთვე, საფრანგეთი – „მსოფლიო პოდიუმი“, შემოქმედებითი ხალხის ქვეყანა და ერთადერთი დასავლური ძალა, რომელიც სერიოზულად ეწინააღმდეგება ამერიკული ესთეტიკის ექსპანსიას, თუმცა მის კულტურაში მეზობელი ნიშნის, ქალწულის გავლენაც შეიმჩნევა.

ლომისთვის შესაფერიუსი ქალაქებია აშშ-ში – ჩიკაგო, იტალიაში – რომი, ისრაელში – იერუსალიმი.

კირჩხიბი

ეს სიწმინდის, ტრადიციების შენარჩუნებისა და ჰუმანიზმის ნიშანია. კირჩხიბის ნიშნის ქვეშ მყოფი ქვეყნის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ინდოეთი, რომელიც საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, განსხვავებით ქვეყანა-ტყუპისგან, მაგრამ ამის მიუხედავად იქ კულტურების რთულ ნაზავსაც ვხედავთ. ეს იმის გამო ხდება, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს კულტურები ერთმანეთს კი არ ცვლიდა, არამედ ერთმანეთზე ედებოდა.

კირჩხიბების ქალაქებია იტალიაში ვენეცია, გენუა და მილანი.

ტყუპი

ძველად საბერძნეთი ტყუპის ნიშნის ქვეშ იმყოფებოდა, ეს ქვეყანა თავის კულტურაში ითავისებდა წინამორბედი ცივილიზაციების ყველაზე მრავალფეროვან ტრადიციებს. ამ დროისთვის ასეთი კოსმოპოლიტია ამერიკის შეერთებული შტატები.

სხვათა შორის, რუსი ასტროლოგის, პაველ გლობას ვერსიით, საქართველოც ტყუპის ნიშნის ქვეშ იმყოფება და ასეც უნდა იყოს – რომელი ქვეყანა, თუ არა საქართველო, არის აღმოსავლური (აზიური) და დასავლური (ევროპული) კულტურების ყველაზე მოხდენილი, ნატიფი და შთამბეჭდავი, ამავე დროს, სრულიად თვითმყოფადი ნაზავი?

კურო

კურო და მისი მმართველი პლანეტა – ვენერა ასტროლოგიაში ასოცირდება ყველაფერთან, რაც ყვავის და ნაყოფს იძლევა, ამიტომ ის დაკავშირებულია მდიდარი ბუნების მქონე ტერიტორიებთან, როგორიცაა, მაგ.: მოლდოვა, ბულგარეთი, უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ქვეყნებში ტიპური კურო (ადამიანი) თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს, თუმცა არის სხვა ადგილებიც, სადაც ისინი კარგად იქნებიან: მაგალითად, ქალწულის ნიშნის რეგიონები – უმრწემეს დეტალამდე რაციონალური შვეიცარია და იაპონია, მკაცრი და ასკეტური ტიბეტი (თხის რქა) და მშვიდზე მშვიდი ესტონეთი და ფინეთი (თევზები).

კუროებისთვის იტალიაში შესაფერისი ქალაქია პალერმო.

ვერძი

ძველ დროში ეს ზოდიაქოს ნიშანი სპარტას მფარველობდა. ამ ქვეყნის მკვიდრნი ჰარმონიულად აერთიანებდნენ ვერძის ნიშნით დაბადებულთათვის დამახასიათებელ ყველა თვისებას: მიზანდასახულობას, ასკეტიზმს და ბრძოლისუნარიანობას. თანამედროვე სამყაროში ამ გაგებით სპარტის მემკვიდრე გახდა გერმანია, რომლის მაცხოვრებლები, შედარებით ნაკლები ხარისხით, თუმცა მაინც ხასიათდებიან ზემოაღნიშნული თვისებებით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ვერძს სჭირდება მუდმივად საცხოვრებლად წასვლა გერმანიაში. ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს მშვენივრად იგრძნობენ ვნებიან ესპანეთში (ლომის ნიშანი), დინამიკურ აშშ-ში (ტყუპის ნიშანი), ან რუსეთში (მერწყულის ნიშანი – თუმცა ახლა, ცხადია, რუსეთში წასვლას ვერავის ვურჩევთ).

ვერძებისთვის იტალიაში იდეალური ქალაქებია ფლორენცია, ვერონა და ნეაპოლი.

ჟურნალ „ELLE“-ის ვერსიით, ვერძებისთვის ასტროლოგიური თვალსაზრისით სულიერად ახლოს არის საქართველოც, სადაც ისინი წარმატებით იმოგზაურებენ და ცხოვრებასაც მშვენივრად აიწყობენ.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close