ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში პირველი წყალქვეშა ქორწილი გაიმართა (ვიდეო)

საბერძნეთის კუნძულ ალონისოსზე პირველი ორგანიზებული სამოქალაქო წყალქვეშა ქორწილი გაიმართა. პეტრომ და მირტომ ( Πέτρος და Μυρτώ) უჩვეულო გარემოში, ზღვის ფსკერზე შეჰფიცეს ერთმანეთს ერთგულება. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

წყვილი ალონისოსის მერმა – პეტროს ვაფინისმა დააქორწინა, რომელმაც მყვინთავის სპეციალური ლიცენზია აიღო წყალქვეშ ოფიციალური საქორწილო ცერემონიების ჩასატარებლად.

ცერემონიას ესწრებოდნენ პატარძლის 2 მეგობარი და ტურიზმის კომიტეტის პრეზიდენტი მარია აღალუ  (Maria Agallu), რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ქორწილის ორგანიზება, აგრეთვე, Triton Dive Center-ის 3 ინსტრუქტორი.

APE-MPE-ს ინფორმაციით, სამოქალაქო ქორწინება ყველა წესის დაცვით გაიმართა, ახალდაქორწინებულებმა ფიცის წარმოთქმის შემდეგ ცოტა ხნით მოიხსნეს ნიღბები, რათა ფიცის სიტყვები კოცნით განემტკიცებინათ.

ალონისოსის მუნიციპალიტეტმა (Alonnisos – ბერძნული კუნძული ეგეოსის ზღვაში, ჩრდილოეთ სპორადების არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული) ორიგინალური იდეის შესახებ ინფორმაცია წმინდა ვალენტინის დღეს გაავრცელა.

2022 წლის 14 თებერვლიდან სპორადების ამ ნამდვილ სამოთხეში ოფიციალურად განაცხადეს, რომ მსურველებს შეუძლიათ წყალქვეშ, ზღვის ფსკერზე ქორწილები და ნიშნობები მოაწყონ მთელი წლის განმავლობაში და ამისთვის წყვილებს არც განსაკუთრებული ცოდნა და უნარები და არც დიდი ფინანსური დანახარჯები სჭირდებათ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მყვინთავების ჯგუფმა და ალონისოსის მერმა ვიდეორგოლი გადაიღეს ლოზუნგით «Alonissos, I Love You Deeply!» მყვინთავებს შორის იყო ტურიზმის კომიტეტის პრეზიდენტი მარია აღალუ (Maria Agallu).

და აი, ამ განცხადებიდან 6 თვეზე ცოტა მეტის ხნის შემდეგ პირველი მსურველებიც გამოჩნდნენ და დაუვიწყარი წყალქვეშა ქორწილი გამართეს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close