მსოფლიოპოლიტიკა

ბერლუსკონი TikTok-ში ანეკდოტს მოჰყვა საკუთარ თავზე, ბაიდენსა და პუტინზე – ფინალი გაგახალისებთ

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ სოციალურ ქსელ TikTok-ში განათავსა ვიდეორგოლი, რომელშიც ანეკდოტს ჰყვება საკუთარ თავზე, ჯო ბაიდენზე, პუტინსა და რომის პაპზე. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ilgiornale წერს.

ანეკდოტის შინაარსი ასეთია: ბერლუსკონი, ჯო ბაიდენი, ვლადიმირ პუტინი, რომის პაპი და მისი ახალგაზრდა თანაშემწე თვითმფრინავით მიფრინავენ. რაღაც მომენტში ცნობილი ხდება, რომ თვითმფრინავი 5 წუთში ჩამოვარდება. ამასთან, ბორტზე მხოლოდ 4 პარაშუტია, ისინი კი 5-ნი არიან.

პირველი ჯო ბაიდენი დასტაცებს ხელს პარაშუტს და ამბობს: „ეს მე მეკუთვნის, რადგან ყველაზე გავლენიანი ადამიანი ვარ დასავლეთში“. შემდეგ პუტინი იღებს მეორე პარაშუტს და ამბობს: „ეს მე მეკუთვნის, რადგან ყველაზე გავლენიანი ადამიანი ვარ აღმოსავლეთში“. მესამე პარაშუტს თავად ბერლუსკონი იღებს და ამბობს: „ეს ჩემია, რადგან ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსი ვარ მსოფლიოში“. მეოთხე პარაშუტს პაპის ახალგაზრდა თანაშემწე იღებს და პონტიფიკოსს აწვდის, რომელიც უარობს და ამბობს, რომ უკვე მოხუცია, თანაც ხანგრძლივი ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრა, თუმცა ახალგაზრდა თანაშემწე პონტიფიკოსს ეუბნება, რომ პრობლემა არ არსებობს, 2 პარაშუტია დარჩენილი, რადგან „ყველაზე ჭკვიანმა პოლიტიკოსმა“ პარაშუტის ნაცვლად მისი ზურგჩანთა აიღო. ასე ამთავრებს ანეკდოტს ბერლუსკონი.

უფრო ადრე „ფორცა იტალიას“ ლიდერმა, უხუცესმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პროფილი შექმნა სოციალურ ქსელ ტიკტოკში, რათა ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ საკუთარი ხედვა გაუზიაროს მომხმარებლებს.

ნინო ხოშტარია 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close