იტალია: ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ვერტმფრენი, რომელიც ტოსკანის რეგიონის ქალაქ ტულიდან ტრევიზოში მიფრინავდა, 9 ივნისს გაუჩინარდა რადარებიდან. 2 დღის ძებნის შემდეგ, 11 ივნისს მაშველებმა ვერტმფრენის ნამსხვრევები და 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს ტოსკანისა და ემილია რომანიის რეგიონების საზღვარზე, აპენინის მთებში, კონკრეტულად კი, კუსნას მთაზე, რეჯო ემილიის პროვინციაში, ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე.
გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენში მყოფი შვიდივე ადამიანი დაიღუპა – 6 მგზავრი და პილოტი. მგზავრთაგან ოთხი თურქეთის, ორი კი ლიბანის მოქალაქე იყო, პილოტი – იტალიის მოქალაქე. მგზავრები იტალიაში საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. რეჯო ემილიის პროკურატურა დაიწყო გამოძიება, რათა დაადგინოს, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი და ვინ არის დამნაშავე მომხდარში. ჩატარდა ცხედრების ავტოფსია. შეისწავლიან ვერტმფრენის შავი ყუთის ჩანაწერსაც.
ნინო ხოშტარია
კომენტარები