მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც „მის ესპანეთი – 2022“ გახდა (ვიდეო/ფოტო)

მადრიდში გამართულ სილამაზის კონკურსში „მის ესპანეთი-2022“, კატეგორიაში „+40“  ქართველმა ემიგრანტმა იზაბელა თოდუამ გაიმარჯვა. კონკურსი Castillas de Pinto Halls-ში გაიმართა.

კონკურსზე იზაბელა თოდუა კატალონიას წარმოადგენდა, როგორც „მის კატალონიის“ გამარჯვებული.

იზაბელამ უამრავი მილოცვა მიიღო და საპასუხოდ სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა:

„ჩემო ძვირფასებო, გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის. ისინი ათბობენ ჩემს სულს, ჩემს გულს. რა ბედნიერებაა, როცა არის ოჯახი, მეგობრები, როცა მშობლიური ხალხი მოგილოცავს და დაუღალავად წარმატებებს გისურვებს. უდიდესი მადლობა გულწრფელობისთვის, სითბოსთვის.

თქვენი სიტყვებიდან მინდა გავფრინდე, მადლობა ამ სახელმწიფოსთვის! ვინც მაღიარა და მომანიჭა მის ესპანეთის ტიტული სანაცვლოდ, იგივე კურთხევებს გისურვებთ – ჯანმრთელობა, სიყვარული და ბედნიერება. თქვენს ლამაზ ოჯახებს, შვილებს“, – წერს ფეისბუქში იზაბელა თოდუა და ვიდეოსაც აქვეყნებს.

მანანა ბანძელაძე

ფოტოები იზაბელა თოდუას ფეისბუქგვერდიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close