fbpx
კრიმინალისაქართველო

ბათუმში დააკავეს თურქი ბიზნესმენი, რომელიც თავის რუს მეუღლესთან ერთად 105 შვილის ყოლას გეგმავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს.

კომპანია „მეტრო სითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესაბამის მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა.

ბიზნესმენი დღის ბოლოს შენობიდან არა ცენტრალური, არამედ სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს.

მოგვიანებით, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. უწყების განცხადების თანახმად, ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიების პროცესში სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

„მოქალაქე გ. ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ. ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ. ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ. ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოზთურქის კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“, თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა: „მეტრო ჰოლდინგის“ მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს გულშემატკივარს შეინარჩუნონ სიმშვიდე. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“.

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია „მეტრო სითს“ ეკუთვნის. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც კომპანია 39-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა პროცესი გრძელდებოდა. მშენებლობა თებერვლის დასაწყისში შეჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უკანონოდ აშენებული კორპუსების დემონტაჟი, რასაც ადგილობრივი უსახლკარო ადამიანები აპროტესტებდნენ და კორპუსებში მათ შესახლებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი და მისი რუსი მეუღლე, კრისტინა გაგარკინა 105 შვილის ყოლას გეგმავენ. წყვილი ბათუმში, სამსართულიან სახლში ცხოვრობს. კრისტინას პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს, თუმცა ოზთურქთან თანაცხოვრების პერიოდში მას თავად შვილი ჯერ არ გაუჩენია – ბავშვებს სუროგატი დედები აჩენენ. მათ უკვე ჰყავთ 22 შვილი. კრისტინა ინსტაგრამზე წერს, რომ პატარებს 15-იდან 20-მდე ძიძა უვლის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kristina Ozturk (@batumi_mama)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kristina Ozturk (@batumi_mama)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kristina Ozturk (@batumi_mama)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kristina Ozturk (@batumi_mama)

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close