უკრაინელი სამხედროების მუშაობის შედეგი – ოკუპანტების დამწვარი ტექნიკა კიევის ცენტრში გამოიფინა.
„მიხაილოვსკის მოედანზე მდებარე მუზეუმში ღია ცის ქვეშ შეგიძლიათ ნახოთ ჯართი, გადაიღოთ ფოტოები და შეაფასოთ ჩვენი ჯარის ძალა.
განადგურებული რუსული ტექნიკა უკრაინის სამხედრო ისტორიის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილია“, – იტყობინება უკრაინის სამხედრო ტელევიზია.
რუსული არმიის დამწვარი ტექნიკა კიევში სპეციალურად ჩაიტანეს გამოფენისთვის, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერის დემონსტრირება მოეხდინათ.
კომენტარები