ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტი უკრაინელებს მტრის ТЮЛЬПАН-ის განადგურებაში დაეხმარა (ვიდეო)

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, რუსეთის პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხზე გასული სიუეტის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა დაადგინეს მტრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის – Тюльпан-ის ადგილმდებარეობა და გაანადგურეს.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდია ავრცელებს ინფორმაციას და ვიდეოს.

მათი ცნობით, ეს 240 მმ-იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი Тюльпан-ი სწორედ ისაა, რომელმაც გაანადგურა ხიდი სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის და დაანგრია სახლები სევეროდონეცკში.

„უკრაინის ნაციონალური გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის  და მეფე დანილის სახელობის 24-ე ბრიგადის არტილერიამ ჯერ „გამოიტყუა“ ნაღმტყორცნი ანგარიდან, შემდეგ კი გაანადგურა.

მადლობა რუს პროპაგანდისტებს სამიზნის მოცემისთვის.

ამავე ადგილას განადგურდა მოწინააღმდეგის ტექნიკის ავტოპარკი“, – წერია უკრაინის ნაცგვარდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close