ხელოვნება

დღეს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში გამოვა ჯგუფი CIRCUS MIRCUS

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი დღეს, 12 მაისს გაიმართება იტალიის ქალაქ ტურინში, „პლაზა ოლიმპიკოს“ სცენაზე.

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus-ი მეხუთე ნომრად წარდგება სიმღერით Lock Me In. მეორე ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.

სიმღერა ინგლისურენოვანია და მასზე თავად ჯგუფმა იმუშავა. ევროვიზიის წლევანდელი პროექტი ორიგინალური კონცეფციითაა შექმნილი და ჯგუფის წევრების ვინაობა უცნობია. მათი ფსევდონიმებია: დამოკლეს სტავრიადისი, ჰავორც გევორქიანი, იგორ ფორლიხტენშტეინი და იაგო ვიეტნამი.

შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალი 10 მაისს გაიმართა და 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა: შვეიცარია, სომხეთი, ისლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია, ნორვეგია, საბერძნეთი, უკრაინა, მოლდოვა და ნიდერლანდები.

იტალიამ „ევროვიზია 2022-ის“ მასპინძლობის უფლება ჯგუფ „მანესკინის“ (Måneskin) წყალობით მიიღო, რომელმაც შარშან ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა სიმღერით Zitti e Buoni.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close