fbpx
მსოფლიოკრიმინალი

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მამუკა აპაკია დააკავეს. მას ივანო-ფრანკოვსკის ოლქში შესაძლო დივერსიულ საქმიანობას ედავებიან.

„კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებზე მუშაობისას, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი იყვნენ დივერსიულ აქტივობებში და ოკუპანტებთან თანამშრომლობაში, გამომძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ „მამუკას“ სამალავის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში“, – განმარტავს სამართალდამცავი უწყება.

განიმარტა, რომ მან „სტატუსი“ თურქეთში 2013 წელს მიიღო. ითვლება „კანონიერი ქურდის“ – ტარიელ ონიანის გარემოცვის წევრად.

45 წლის ქართველი კარპატების რეგიონში, კერძო სახლში აიყვანეს. ის რუსეთის მოქალაქეა.

მისი უკრაინიდან იძულებით გაძევების საკითხს სამართალდამცველები გადაწყვეტენ.

accentnews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close