პოლიტიკასაქართველო

უკრაინაში IRI-ს გამოკითხვით, უკრაინის მხარდაჭერის მხრივ საქართველო პირველ ოთხეულშია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში უკრაინის მხარდაჭერის მხრივ საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად პირველ ოთხეულშია.

​კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს მხარდაჭერა  უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ პოლონეთმა, 56% აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 54% აშშ-ს ასახელებს, ხოლო 17% ფიქრობს, რომ საქართველომ. ამასთან, გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ კანადამ, 7-7% ასახელებს რუმინეთსა და საფრანგეთს, ხოლო 4% ფიქრობს, რომ ლიეტუვამ.

IRI-ს კვლევა უკრაინის მასშტაბით 30 მარტიდან 12 აპრილის პერიოდში ჩატარდა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა – ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა). საერთო ჯამში მასში მონაწილეობა მიიღო 20 001-მა 18 წლისა და 18 წელს გადაცილებულმა ადამიანმა. კვლევა ძირითადად სატელეფონო იყო. კვლევის ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.

IRI-ს გამოკითხვის შესახებ გუშინ „ინტერპრესნიუსთან“ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა იულია ოვჩინიკოვამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მადლიერია იმ მხარდაჭერისა, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ხელისუფლების წევრებმა გამოხატეს.

„მინდა, გაგიზიაროთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა, რომელიც, სავარაუდოდ, მალე გამოქვეყნდება. ის უკრაინის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კითხვა შემდეგნაირად იყო დასმული: თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად სამხედრო აგრესიის დროს? და იცით, რა არის ამ გამოკითხვის შედეგი ?! გამოკითხვის თანახმად, პირველი ადგილი დაიკავა პოლონეთმა, მეორე ადგილი – დიდმა ბრიტანეთმა, მესამე ადგილი – შეერთებულმა შტატებმა და მეოთხე ადგილი დაიკავა საქართველომ. ამ გამოკითხვამ აჩვენა უკრაინელი ხალხის რწმენა საქართველოსადმი“, – განაცხადა დეპუტატმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close