მსოფლიოპოლიტიკა

პუტინმა ისრაელს ბოდიში მოუხადა ლავროვის სიტყვების გამო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვებისთვის ებრაელების ანტისემიტიზმზე. ამის შესახებ ბენეტის კანცელარია იტყობინება.

„პრემიერ-მინისტრმა მიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის სიტყვებისთვის და მადლობა გადაუხადა მას განმარტებისთვის პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი“, – ნათქვამია მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ცნობაში.

კრემლის საიტზე რუსეთის პრეზიდენტის ბოდიშის თაობაზე ინფორმაცია არ არის, მხოლოდ ნათქვამია, რომ პუტინმა ბენეტს მიულოცა ისრაელის დამოუკიდებლობის დღე და ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე, კერძოდ, მარიუპოლში მდებარე ქარხანა „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაციაზე.

კრემლი ასევე იტყობინება, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გამარჯვების დღის, 9 მაისის, დღესასწაულის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ნატანჯი, სადამსჯელო ოპერაციების დროს ნაცისტების მიერ მოკლული ექვსი მილიონი ებრაელიდან 40% სსრკ-ს მოქალაქეები იყვნენ და ითხოვა, ისრაელის ვეტერანებს გადასცეს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სურვილები“.

1 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰიტლერს, რომლის ხელმძღვანელობითაც 6 მილიონი ებრაელი გაანადგურეს, „ებრაული სისხლი“ ჰქონდა. „ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები ებრაელები იყვნენ“, – განაცხადა ლავროვმა. მისმა სიტყვებმა ისრაელის ხელმძღვანელობის აღშფოთება გამოიწვია.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close