მსოფლიოპოლიტიკა

კიევში მალე საჰაერო თავდაცვის უფრო თანამედროვე სისტემები განლაგდება – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მალე უკრაინის დედაქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის უფრო თანამედროვე სისტემები განლაგდება რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმებისგან მოქალაქეების დასაცავად. 

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, ამის შესახებ მან Радио НВ-სთან ინტერვიუში გადაკვრით თქვა.

უკრაინის დედაქალაქის მერის სიტყვებით, ჯერ კიდევ ხშირია განგაშის სიგნალები ჰაერიდან საფრთხის – სარაკეტო დარტყმების შესახებ.

მან მოქალაქეებს სთხოვა, შეასრულონ მოთხოვნები, არ უგულებელყონ ეს წესები და ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრებში ჩავიდნენ, რადგან ქალაქის ნებისმიერი შენობა ნებისმიერ წუთს შეიძლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს.

„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში გვექნება დასავლური, ნატოს სტანდარტების დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რომელიც უფრო მეტად დაიცავს ჩვენს საჰაეროს სივრცეს“, – თქვა კლიჩკომ.

იგი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესები მთლიანად განაახლებენ მუშაობას დედაქალაქში, თუ კიევის ოლქში შედარებით სიმშვიდე იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე და ოლქის საზღვრებზე სიტუაციას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

მანვე დღეს მიმართა კიეველებს, რომ ნუ იჩქარებენ დედაქალაქში დაბრუნებას, 9 მაისის შემდეგ კი თანდათან შეუძლიათ დაბრუნდნენ.

შესაძლოა ეს თარიღი უკავშირდება არა მარტო განაღმვითი სამუშაოების დასრულებას კიევის მიმდებარე ტერიტორიაზე და ტყეპარკებში, არამედ სწორედ ახალ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებსაც, რომლებიც საშუალებას მისცემს დედაქალაქს, რუსული რაკეტებისგან გაცილებით დაცული იყოს, ვიდრე დღესაა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close