newsსაქართველო

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში რამდენიმე წუთის წინ, 23:35 საათზე მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა რიხტერის სკალით 5,3 მაგნიტუდის იყო. კერა დმანისის ახლოს, სოფელ ირგანჩაისთან დაფიქსირდა.

ბიძგები დედაქალაქ თბილისშიც იგრძნობოდა.

მოგვიანებით სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი არა ირგანჩაისთან, არამედ დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 23 კილომეტრში, სოფელ სამებიდან 11 კილომეტრში, ცხრა კილომეტრის სიღრმეზე იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close