სპორტი

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

საქართველოს ნაკრების წევრმა, მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ტურნირის ბოლო დღეს უკრაინელი იაკოვ ხამო დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენი 2-გზის ევროპის ჩემპიონია და კონტინენტის პირველობაზე, დღევანდელი მედლის ჩათვლით, ორჯერ ბრინჯაო აქვს მოგებული. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

ტურნირის ბოლო დღეს იჭიდავა ლუკა მაისურაძემ (90 კგ), რომელიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ეს მისი პირველი ოქროა ევროპაზე. ლუკა უფროს ასაკში მსოფლიოს 2019 წლის და ევროპის 2019 და 2020 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელია (81კგ-ში).

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ხოლო მესამე ადგილზე გავიდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ).

საქართველოს ნაკრები სოფიაში 11 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close