მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთში სუპერმარკეტებმა მცენარეული ზეთის შეძენა შეზღუდეს

დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტებში მცენარეული ზეთის შეძენასთან დაკავშირებით შეზღუდვა შემოიღეს –  მაგალითად, Tesco-ში შესაძლებელია მხოლოდ 3 ბოთლი ზეთის შეძენა ერთ მომხმარებელზე,  Waitrose-ისა და Morrisons-ის მაღაზიებში – მხოლოდ 2 ბოთლის. ამის მიზეზი უკრაინიდან იმპორტის მხრივ შექმნილი პრობლემებია.

დიდი ბრიტანეთში მზესუმზირას ზეთის მთავარი იმპორტიორი უკრაინაა. საომარი მოქმედებების გამო პროდუქტის მიწოდებაში შეფერხებებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სუპერმარკეტებში შეზღუდვა შემოიღეს არა მარტო მზესუმზირას, არამედ ზეითუნის ზეთზეც.

ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმის წარმომადგენლის, ტომ ჰოლდერის განცხადებით, შეზღუდვა დროებითია, რათა პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ვაჭრობის ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში მარაგებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს და მუდმივად მიმდინარეობს კონტროლი. ისინი მოუწოდებენ მომხმარებლებს, არ აჰყვნენ პანიკას და პროდუქტების შეძენა ძველებური რეჟიმით გააგრძელონ.

სტატისტიკის ეროვნული სამმართველოს მონაცემებით, ზეთსა და საკვებ ცხიმებზე ფასი 7%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. უკრაინაში მიმდინარე ომი საკვები პროდიქტის მარაგების შემცირებას გამოიწვევს ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ომის გამო უკრაინაში მარცვლეულის მოსავლის 20%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში, რამდენადაც უკრაინა მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სიდიდით მეოთხე მწარმოებელი და ექსპორტიორია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close