ეკონომიკასაქართველო

ვისი ვალი აქვს საქართველოს – კრედიტორების სია

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.08 მილიარდია, რაც 25.06 მლრდ ლარს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით საგარეო ვალი დაახლოებით 600 მილიონით შემცირდა, რაც მარტის ბოლოს ლარის შედარებით გამყარებას უკავშირდებოდა. 

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილს მსოფლიო ბანკის მიმართ არსებული სესხები იკავებს, რომლებიც ქვეყანამ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს და მისი საქართველოს 1.86 მილიარდი დოლარი მართებს. რაც შეეხება ორმხრივ სესხებს, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე საფრანგეთია (AFD) – საქართველოს საფრანგეთის 685 მლნ დოლარის ვალი აქვს.

ვისი ვალი აქვს საქართველოს – სია:

მსოფლიო ბანკი IBRD და IDA – $2.02 მლრდ
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – $1.86 მლრდ
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – $802 მლნ
საფრანგეთი (AFD) – $685 მლნ
გერმანია (KFW) – $667 მლნ
ევრობონდი – $500 მლნ
სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ – $462 მლნ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – $228 მლნ
მთავრობის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ(IMF) – $203 მილიონი მლნ
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – $194 მლნ
იაპონია – $176 მლნ
ევროგაერთიანება (EU) – $148 მლნ
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – $37 მლნ
რუსეთი – $25 მლნ
ავსტრია – $16 მლნ
ამერიკა – $13 მლნ
ქუვეიტთი – $11 მლნ
თურქეთი – $7 მლნ
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – $5 მლნ
ყაზახეთი – $4 მლნ
აზერბაიჯანი – $4 მლნ
სომხეთი – $3 მლნ
ირანი – $3 მლნ
გარემოს დაცვის სკანდინავიური საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – $2 მლნ
ჩინეთი – $0.5 მლნ

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close