ეკონომიკაპოლიტიკასაქართველო

საქართველოში ომი არ იქნება, სად არის გარანტია? – საინტერესო მოსაზრება

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხელისუფლება მოქალაქეების დაამშვიდებას ცდილობს და გვაიმედებს, რომ მიუხედავად „გამოწვევებისა და პროვოკაციებისა ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება“.

ექსპერტებიც ხშირად საუბრობენ, რომ საქართველომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, მაგრამ მსჯელობა ზოგად ფრაზებს არ სცდება ხოლმე.

ამ საერთო დაძაბულობის ფონზე საინტერესო და საიმედოა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, აბრეშუმის გზის მკვლევრის, ზურაბ მაღრაძის მოსაზრება და არგუმენტები, თუ რატომ არ იქნება საქართველოში ომი.

ამის შესახებ მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს და მიზეზებსაც განმარტავს.

„საქართველოში ომი არ იქნება.

გაგიკვირდებათ ალბათ, თუ როგორ და რატომ? ან სად არის გარანტია? შევეცდები მოკლედ ვთქვა.

პანდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის დაგეგმილმა ზრდამ გეგმას გადააჭარბა. ომამდე გითხარით, რომ რუსეთზე გამავალი სარკინიგზო გადაზიდვები შეწყდება. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი. მანამდე სხვა კიდევ ბევრი რამ გითხარით…

2021 წელი ევროკავშირმა რომ რკინიგზის წლად გამოაცხადა, ეს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის სიგნალი იყო უკვე. აქამდე ჩინური სახმელეთო ტვირთები ევროპის პორტებისკენ მიემართებოდა რუსეთი-ბელარუსი-პოლონეთი-გერმანია-ნიდერლანდების რკინიგზებით. დასრულდა უკვე რუსული სატრანზიტო ჭინთვები. ევროპიდან აზიამდე ერთადერთი გზა ორ ზღვას შუა ლელოზე გადის.

ირანი სანქციების გადახედვის რეჟიმშია, ემზადება საქართველოს პორტების გავლით ტვირთების ევროპის ბაზრებისკენ მიწოდებისთვის.

ბაქოს პორტიდან საქართველოს გავლით სტამბოლის პორტამდე სატვირთო მატარებლები უკვე მოძრაობს. თურქეთში შედის ყველა სატრანზიტო არტერია – სანავთობო, ბუნებრივი აირის, სარკინიგზო… ანუ თურქეთის ინტერესები მნიშვნელოვნად ზიანდება. კასპიის ენერგომატარებლები კი ევროპას ახლა დიდად სჭირდება.

კარგად იცის კრემლის შპანამ, რომ ომს თუ დაიწყებს, თურქეთთან მოუწევს პირისპირ საუბარი, ოღონდ არა საქართველოს ტერიტორიაზე. აქ მილსადენები გადის.

კიდევ არის ერთი ფაქტორი – სომხეთიდან რუსული ჯარის უკრაინაში გაყვანა საქართველოს გავლით. ვერ გაიყვანს, რადგან საწვავის ქვეყანას საწვავის კრიზისი დაუდგა თავისი ჯარისთვის. ლოჯისტიკა მორყეული აქვს. ამიტომ თვითმფრინავით დაიწყეს გიუმრიდან საზარბაზნე ხორცის ტრანსპორტირება. სირიიდან 40 000 მებრძოლიო, ხმა დაირხა კრემლიდან. ჯერ ერთი, 1000-ზე მეტი მეომარი ვერ შეაგროვა ასადმა. მერეც მეორე, ამ ზამთარში სირიელები უკრაინელებისთვის ადვილად დასაღეჭი ხორცია.

რაც შეეხება საქართველოში მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს. კრიზისი ნამდვილად იქნება, ოღონდ იგი ეგრეთ წოდებულ რუსულ ბაზრებზე დაერთებული ქართველებისთვის იქნება და არა ქართველი ხალხისთვის.

მალე საქართველო სხვა ქვეყნებს და ხალხებს აქეთ დაეხმარება.

ერთ რეკომენდაციას დავწერ აქვე:. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებისთვის დაუშვით შემდეგი სასწავლო საგნები – გეოპოლიტიკა და აბრეშუმის გზა.

უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ, არამედ აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მივიღოთ (არ ვიცი, ამას მერამდენედ ვწერ უკვე).

დიდება გმირებს!“ – წერს ზურაბ მაღრაძე სოციალურ ქსელში.

მსგავს თემაზე: ჩინეთიდან გამოსულმა პირველმა სატვირთო მატარებელმა „რკინის აბრეშუმის გზის“ საქართველოს მონაკვეთი უკვე გაიარა…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close